ფრანსუა ოლანდი ევროპას ქამრების მოჭერის პოლიტიკის დასრულებას ჰპირდება

ფრანსუა ოლანდი ევროპას ქამრების მოჭერის პოლიტიკის დასრულებას ჰპირდება

ფრანსუა ოლანდი ევროპას ქამრების მოჭერის პოლიტიკის დასრულებას ჰპირდება. საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რომელიც გუშინ გამართული არჩევნების შემდეგ მოლოცვებს უკვე იღებს, განაცხადა, რომ მისმა გამარჯვებამ უნდა გააჩინოს იმედი, რომ ევროპაში მკაცრი ეკონომიკის რეჟიმი მალე დასრულდება.

ფრანსუა ოლანდმა, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე, სოციალისტმა კანდიდატმა, კვირას საღამოს, წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, განაცხადა, რომ საფრანგეთმა 6 მაისს ცვლილება აირჩია და პრეზიდეტის თანამდებობაზე მისი ყოფნა ისურვა. მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა: „ფრანსუა ოლანდი რესპუბლიკის პრეზიდენტია, მას პატივი უნდა ვცეთ“.

 წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 52 პროცენტით ოლანდი იმარჯვებს. მას ოთხი პროცენტით ჩამორჩება მოქმედი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი.