ჯენიფერ ლოპესი ამერიკული პოპკულტურის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია, 49 წლის შემსრულებელს გულშემატკივრების მთელი არმია ჰყავს და შესაბამისად, ყოველწლიურად იზრდება ის შემოსავალიც, რასაც ჯენიფერი თითოეულ გამოსვლაში იღებს.
ცოტა ხნის წინ, მომღერალი კატარში, Doha Festival City Mall-ის გახსნის ცერემონიაზეც მიიწვიეს.
თანხა, რომელიც ორგანიზატორებს მისი ოცწუთიანი გამოჩენა დაუჯდათ საკმაოდ შთამბეჭდავია.
როგორც ოფიციალურად დადასტურდა, მომღერალმა ხანმოკლე ვიზიტისთვის 2 მილიონი დოლარი მიიღო.
ასევე ირკვევა, რომ ცოტა ხანში ჯენიფერი კატარის ავიახაზების მიერ გამართულ კონცერტშიც მიიღებს მონაწილეობას ლოს-ანჯელესში და მისი ჰონორარი ამ შემთხვევაში 1.2 მილიონი დოლარი იქნება.