კომპანია Tesla-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ილონ მასკმა არ გამორიცხა, რომ უკვე ერთ წელიწადში მისი კომპანიის ავტომობილები თავად მივიდნენ მყიდველთან.
„სავარაუდოდ ტექნიკურად ამის განხორციელება უკვე მომავალ წელს იქნება შესაძლებელი. დანარჩენი უკვე მარეგულირებელზეა“ - დაწერა მან ტვიტერზე, როცა პასუხი გასცა ერთ-ერთ პირს რომელიც ამ შესაძლებლობის შესახებ დაინტერესდა და კითხვა დაუსვა მასკს.
როგორც ცნობილია Tesla აქტიურად მუშაობს სრულიად ავტონომიური ავტოპილოტის მქონე მოდელზე, რომელიც შეძლებს ადამიანის გარეშე გადაადგილებას.