რატომ წამოვიდა რუსთაველის თეატრიდან

რატომ წამოვიდა რუსთაველის თეატრიდან "ჩ.ც.დ"-ს გამომძიებელი მარიამი? - "სულ სხვა მეგონა რუსთაველის თეატრი და რეალურად სხვა დამხვდა"

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ბევრი ახალი სახეა, მათ მიმართ საზოგადოების ინტერესი კი ყოველთვის დიდია. გამომძიებლების გუნდიდან ერთ-ერთი გამორჩეული სახე მარიამია, რომელიც სასიყვარულო სამკუთხედში ერთვება. ამ პერსონაჟს სერიალშიც და ცხოვრებაშიც მარიამი ჰქვია, გვარად კი ცქიფურიშვილია. მსახიობობა ბავშვობიდან უნდოდა, თუმცა პროფესიის არჩევის დრო რომ დადგა, გადააფიქრებინეს და ტურიზმზე დაიწყო სწავლა, ცოტა ხანში მიხვდა, ეს მისი საქმე არ იყო და ბავშვობის ოცნება აიხდინა. უფრო მეტს საკუთარი თავის შესახებ თავად მარიამ ცქიფურიშვილი გიამბობთ.

- 29 წლის ვარ. თეატრალურ უნივერსიტეტში გვიან ჩავაბარე, 4 წლის წინ. რაც შეეხება ტელევიზიას და სერიალს, აქამდე კამერასთან მუშაობის გამოცდილება არ მქონდა, ბევრი რამ აქ ვისწავლე, ძალიან მომწონს სტაფი და გარემო, რომელშიც მიწევს ყოფნა. ჩემი აზრით, ის ახლებური ხედვა, რაც დღეს ხელოვნებას აკლია, "ფორმულა კრეატივს" აქვს, ალბათ ამიტომაც არის "ჩემი ცოლის დაქალები" ასეთი რეიტინგული და ყურებადი. ძალიან კმაყოფილი ვარ აქ მოხვედრით, რადგან ვიღებ გამოცდილებას,გავიცანი ახალი ადამიანები, მიყვარს სიახლეები და ურთიერთობები.

როგორც თქვითგვიან ჩააბარეთ თეატრალურ უნივერსიტეტშიმანამდე რას საქმიანობდით?

- მანამდე ათენში ვსწავლობდი ტურიზმის მენეჯმენტზე, თუმცა რაღაცნაირად ვერ მოვერგე იმ სიტუაციას. ბავშვობიდან მსახიობობა მინდოდა, მაგრამ ყველა მეუბნებოდა, რომ უპერსპექტივო პროფესიაა, ჩვენთან ამ მხრივ დიდი გასაქანი არ არის, ბევრ შრომას მოითხოვს, ანაზღურება არაა დიდიო და მეც თითქოს გადავიფიქრე. მაგრამ მერე გავიაზრე, რომ ცხოვრება ისედაც რუტინაში გადადის ხოლმე და კიდევ იმ საქმის კეთება, რომელიც არ გიყვარს, სწორი არ იქნებოდა. აქედან გამომდინარე, მივატოვე იქ ყველაფერი და გადავწყვიტე, საქართველოში მეკეთებინა ის საქმე, რომელიც მიყვარს. ამის გამო მომიწია გვიან ჩაბარებამ.

რუსთაველის თეატრი არის ადგილისადაც ალბათ მსახიობების დიდი ნაწილი ნატრობს მოხვედრასაღარაფერს ვამბობ ახალკურსდამთავრებულებზეროგორც მივხვდითქვენ ამ მხრივ გაგიმართლათმაგრამ საინტერესოარატომ წამოხვედით?

- ეს ცოტა რთული საკითხია. ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო ამ თეატრში მოხვედრა და ყველანაირად ვცდილობდი, ღირსეული წარმომადგენელი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემი წამოსვლა გაუხმოვანებელმა, ფარულმა კონფლიქტმა გამოიწვია. შესაძლოა დამოკიდებულებები, სხვადასხვა საკითხისადმი განსახვევბული მიდგომებიც იყო მიზეზი. ჩემთვის ეს თეატრი იყო დიდი პასუხისმგებლობა, იქ მისულს კი ცოტა სხვა სიტუაცია დამხვდა, სულ სხვა მეგონა რუსთაველის თეატრი და რეალურად სხვა დამხვდა. ზოგადად, ვთვლი, რომ ქართულ თეატრს დღეს კრიზისული პერიოდი აქვს. ძალიან მწყინს, როცა ჩემი თაობის ადამიანები, ჩემი მეგობრები ამბობენ, არ გვინდა თეატრში წასვლა, ძალიან ყალბია, იქ რაც ხდება, არაა ახლობელი ჩვენთვისო. არადა, თეატრი უნდა ასახავდეს თანამედროვეობას, რაც ადამიანს გულზე მოხვდება და შეეხება. რეალურად, არც ის ჩემი მეგობრები ტყუიან, როცა შენ სხვა ენით საუბრობ და სცენიდან გესმის "ოჰ ტირანო" - ასეთი ფრაზები, უკვე აღარ გჯერა ამ ყველაფრის. მართალია, სერიალი და თეატრი სხვადასხვაა, მაგრამ შედარება რომ გავაკეთოთ, "ჩემი ცოლის დაქლები" იმიტომაა რეიტინგული, რომ ასახავს დღევანდელობას. მგონია, რომ ხელოვნება დროს უნდა მიჰყვებოდეს, არ უნდა ჩამორჩეს. მე ვაფასებ ყველა ძველ სპექტაკლს, კლასიკოსებს, მაგრამ დღეს სხვა მოთხოვნებია, ბოლოს კი ისე გამოდის, რომ სხვა რამ უნდა მაყურებელს და სხვას - სთავაზობ. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ვთქვა, რომ არის მცდელობები, დაიდგას ახალი სპექტკლები ახალი პიესების მიხედვით. თუმცა კრიზისი მაინც გვაქვს და ეს არაა რომელიმე ერთი თეატრის პრობლემა.

მარიამახლა სერიალში თქვენს გმირზე - გამომძიებელ მარიამზე ვისაუბროთ...

- ისე მოხდა, რომ სერიალშიც მარიამი მქვია და გამომძიებელი ვარ. ტექსტი რომ მომდის და ვკითხულობ, ხანდახან გაოცებული ვრჩები, საიდან იცოდა სცენარისტმა, რომ მეც ასე გავაკეთებდი, ან ასე ვიფიქრებდი, როგორც ჩემი გმირი-თქო. ემოციურ ნაწილში, ორმაგ ხასიათში ორივე მარიამი ვგავართ ერთმანეთს, თან დიდია ჩემი პერსონაჟი და თან გულუბრყვილო და პატარა. სერიოზულად თუ მივუდგებით ამ საქმეს, პროფესია - გამომძიებელი ალბათ ძალიან საინტერესოა, მაგრამ ჩემი გმირი ამ პროფესიისთვის თითქოს ნაკლებ სერიოზულია, ცოტა "მოჭორიკნო" გამომძიებელია, რომელსაც ცნობისმოყვარეობა უფრო სძლევს, ვიდრე ის მოტივაცია, რომ საქმე გახსნას და გამოიძიოს. პირადი ინტერესიდან გამოდინარე უფრო არკვევს რაღაცებს, ვიდრე პროფესიული წინსვლისთვის. ფეისბუქზე კომენტარებშიც წერენ, რომ გამომძიებელი ასეთი არ უნდა იყოსო და ნაწილობრივ ვეთანხმები, რადგან ალბათ მაყურებელი ელოდება სტანდარტულ, სერიოზულ, მკაცრ გამომძიებელს, რაც იმიჯის ნაწილია, თორემ ყველა პროფესიის მიღმა ადამიანი რჩება ადამიანად თავისი სიხარულებით, განცდებით, წყენებით და ა.შ.

როგორც ჩანსსერიალში სასიყვარულო სამკუთხედი იკვრებარას ფიქრობთ სამსახურებრივ რომანზე?

- ეს ძალიან გასაგებია. როდესაც ადამიანი დღის დიდ ნაწილს ატარებ ერთ სივრცეში, შენდაუნებურად მთელი შენი ცხოვრება გადადის იქ. ცხოვრება მხოლოდ მუშაობა ხომ არაა?! გინდება სხვა ურთიერთობების ჩამოყალიბება, ჩნდება სიმპათიები, ფლირტის სურვილი და ამით ცხოვრების გახალისება და გამრავალფეროვნება ხდება, ამიტომ მგონია, რომ ეს ძალიან ნორმალური რამაა.

დასასრულთქვენს პირად ცხოვრებაზე მინდა გკითხოთდაოჯახებული ხართ?

- არა, არც ვყოფილვარ, არც შვილიც მყავს და კიდევ დიდ ხანს არ ვაპირებ გათხოვებას, იქიდან გამომდინარე, რომ ამ საკითხისადმი ცოტა სხვა დამოკიდებულება მაქვს. მინდა, ისეთ დროს შევქმნა ოჯახი, როცა მობეზრებული მექნება თუნდაც გართობა და ამოწურული მექნება გარკვეული სურვილები. რადგან თუკი ოჯახს შევქმნი, არ მინდა ეს ნაჩქარევად გადადგმული ნაბიჯი იყოს, შესაბამისად ჯერჯერობით ამ ამბავს თავს ვარიდებ. ზოგადად კი, ფლირტის და სიყვარულის გარეშე მოსაწყენია ცხოვრება, ამიტომ ჩემს ცხოვრებაში რაღაცები სულ ხდება, თუმცა საქმრო არ მყავს და ოჯახის შექნას არ ვგეგმავ.