სადღესასწაულო სეზონის მოახლოებასთან ერთად, ცნობილი ვარსკვლავები ოჯახის წევრებისთვის საახალწლო საჩუქრების მომზადებას უკვე იწყებენ, გამონაკლისი არც ანჯელინა ჯოლია, რომელიც ყოფილ მეუღლესთან - ბრედ პიტთან არსებული კონფლიქტის მიუხედავად, ცდილობს შვილებს არაჩვეულებრივი სიურპრიზი მოუწყოს.
როგორც Hollywood Life-ის ცნობილი გამოცემა იუწყება, 43 წლის მსახიობს ესმის, რომ შვილებს განსაკუთრებულად გაახარებს თუ ახალი წლის დღეებს მშობლებთან ერთად გაატარებენ.
როგორც ირკვევა, ანჯელინა დათმობაზე მიდის და შვილებს საშუალებას მისცემს მადლიერების საღამო ორივე მშობელთან ერთად გაატარონ.
„ანჯელინამ იცის, რომ ბავშვებს გაახარებს მამის ამ მნიშვნელოვან დღეს ხილვა, ამიტომ მას სურს ძველებური ერთობა შვილების გამო ცოტა ხნით მაინც აღადგინოს“ - წერია სტატიაში