2019 წელი სულ მალე დადგება, რაც ნიშნავს რომ თითოეული ადამიანი ახალი წლისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს, რათა ახალი გეგმებით შეხვდეს მას. The Cosmopolitan-ის პოპულარულმა გამოცემამ გაიხსენა მეგან მარკლის ე.წ. New Year's resolutions და საზოგადოებას ის ტექსტი გაუზიარა, რომელიც ჰერცოგინიამ 2016 წელს გამოაქვეყნა.
„მარათონში უნდა მივიღო მონაწილეობა. დროა შევწყვიტო ფრჩხილების კვნეტა. უარი უნდა ვთქვა გინებაზე. გავიხსენო ფრანგული, თითქმის ყოველ ახალ წელს ამ გადაწყვეტილებებით ვხვდები.
მარათონში ნამდვილად მივიღე მონაწილეობა, მაგრამ გინების შეწყვეტა ეჭვქვეშაა განსაკუთრებით მაშინ, როცა შეწუხებული ვარ ან ალკოჰოლურ სასმელს ვიღებ“ - წერდა მეგანი.
ინფორმაცია ჰერცოგინიის ოფიციალურ საიტზე იდო, რომელიც ამჟამად აღარ ფუნქციონირებს, თუმცა გარკვეულმა წყაროებმა მოახერხეს ინფორმაციის შენახვა, სანამ სამეფო ოჯახი მას დახურავდა.