ბრიტანეთის სამეფო ოჯახში საახალწლო ტრადიციებიც განსხვავებულია და მეგან მარკლს, რომელიც წელს პირველად ხვდება საზეიმო პერიოდს მეუღლის ოჯახთან ერთად, განსაკუთრებული წესების გათვალისწინება მოუწევს.
როგორც Cosmopolitan-ის ცნობილი გამოცემიდან ირკვევა, მეგან მარკლს საზოგადოების სხვა წევრებისგან განსხვავებით, საჩუქრების გახსნის უფლება შობის დღეს არ ექნება.
ამის მიზეზი უძველესი ტრადიციაა, რომლის მიხედვითაც სამეფო ოჯახი საჩუქრებს შობის წინა დღეს, ჩაის სმის ცერემონიის დროს ხსნის.
ტრადიციას გერმანული ფესვები აქვს, „ სამეფო ოჯახი გერმანული წარმოშობისაა, ამიტომაც ამ ტრადიციას ითვალისწინებენ როგორც ეს გერმანიაშია მიღებული“ - აღნიშნავს ოჯახის ყოფილმა შეფმზარეულმა დარენ მაცგრეიდიმ.