უცნაური თხოვნა, რომლითაც კარა დელევინმა პრინცესა ევგენიას მიმართა

უცნაური თხოვნა, რომლითაც კარა დელევინმა პრინცესა ევგენიას მიმართა

კარა დელევინი პრინცესა ევგენიას საქორწინო ცერემონიაზე საპატიო სტუმრის სტატუსით გამოჩნდა. 26 წლის მოდელი დიდი ხანია ევგენიასთან მეგობრობს და მისი გამოჩენა  ამ მნიშვნელოვან დღეს არავის გაჰკვირვებია, თუმცა საზოგადოების ყურადღება მისმა ჩაცმულობამ მიიქცია.

სამეფო ოჯახში არსებული მკაცრი დრესკოდის გამო, ყველა მოწვეული სტუმარი დახვეწილი კაბით გამოჩნდა, თუმცა კარამ ჩვეულ სტილს ამჯერადაც არ უღალატა და Emporio Armani-ს კოსტუმით გამოჩნდა.

ფაქტის შესახებ თავად მოდელმაც ისაუბრა და საზოგადოებას სახალისო დეტალიც გაუზიარა.

„დარწმუნებული არ ვიყავი და ამიტომ ევგენიას ვკითხე სამოსის შესახებ, „რა თქმა უნდა, შენგან სხვას არაფერს მოველოდი“ -მიპასუხა მან“ - აღნიშნა ხუმრობით კარამ.