დათო გომართელი: „სხვაგან არსად მინდა ცხოვრება − მხოლოდ საქართველოში“

დათო გომართელი: „სხვაგან არსად მინდა ცხოვრება − მხოლოდ საქართველოში“

დათოსთან შეხვედრა რესტორან „რესპუბლიკის“ მყუდრო და ლამაზ გარემოში შედგა. ერთი შეხედვითაც შეამჩნევთ − მისთვის ჩვეული ინდივიდუალური, მოხდენილი სტილის წყალობით, იგი შესანიშნავად გამოიყურება. ალბათ ყველამ ვიცით, რომ დათო მეგაპროექტის „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მიმდინარე სეზონის მონაწილეც გახლდათ და ძალები ცეკვაშიც გამოსცადა.

დათომოგვიყევითრა ხდება ამჟამად თქვენს საქმიან ცხოვრებაში?

სექტემბერში იტალიაში გახლდით, ტოსკანაში, სადაც დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ვიღებდით კლიპს დათო ევგენიძის ახალ სიმღერაზე, რომლის რეჟისორი რეზიკო გიგინეიშვილი გახლავთ. კლიპი ნოემბერში იქნება მზად. გარდა ამისა, თებერვალში ერთი აღსანიშნავი მოვლენა მოხდება ჩემს ცხოვრებაში − მალტაში დამაჯილდოვებენ მალტის ტურიზმის საპატიო ელჩის სტატუსით. დაგეგმილია ხმელთაშუა ზღვის ორკესტრის მონაწილეობით დიდი კონცერტის ჩატარება, სადაც მეც მივიღებ მონაწილეობას და სწორედ კონცერტის შემდეგ მოხდება ჩემთვის ჯილდოს გადმოცემა.

დათოვისაუბროთ პროექტზე „ცეკვავენ ვარსკვლავები“. რა მოგცათ ამ პროექტმა?

სიმართლე გითხრათ, არ ვიყავი საკუთარი თავით კმაყოფილი, არ მომწონდა ჩემი შესრულებული ცეკვები. მეგონა, უკეთ გავართმევდი თავს ცეკვას, მაგრამ იმაზე რთული აღმოჩნდა ეს ყველაფერი, ვიდრე ველოდი. საერთოდ, დავაკვირდი − რაც უფრო პროფესიულად გამოიყურება პერფორმანსი, ყველას უფრო ჰგონია, რომ მარტივია მისი შესრულება, არადა შიგნით იმხელა შრომა და ენერგიაა ჩადებული, რომ მაყურებელი ვერც წარმოიდგენს. ძალიან სასიამოვნო იყო ამ პროექტში მონაწილეობა.ჯანმრთელობისთვისაც არაჩვეულებრივი გახლდათ, რადგან ნამდვილად კარგი ვარჯიში აღმოჩნდა. გავიცანი სასიამოვნო ადამიანები, მომეწონა მათთან ურთიერთობა. მთელი ეს პროცესი და ფუსფუსი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. საერთოდ, მე არ მიყვარს ერთ ადგილზე დგომა, მომწონს დინამიკური ცხოვრება, განვითარება, სწავლა, ახლის შეძენა. არსებულით დაკმაყოფილება არასწორად მიმაჩნია − ცხოვრება წინ მიდის და სიახლეები აუცილებელია.

გყავთ მისაბაძი ადამიანი?

იცით რა, საერთოდ არ მიყვარს ერთი ადამიანის გაფეტიშება. ვცდილობ თითოეული ადამიანისგან ცოტ-ცოტა ვისწავლო, რადგან შეუძლებელია ერთში იყოს ყველაფერი საუკეთესო თავმოყრილი. ჩემი ნაცნობ-მეგობრებისგან, თითოეულისგან რაღაცას ვსწავლობ. კონკრეტულ ცხოვრებისეულ ეპიზოდში, რომელიღაც მომენტში დავფიქრდები ხოლმე: აი, ეს კაცი, ნეტავ როგორ მოიქცეოდა ჩემს ადგილას?.. ხშირად მახსენდებიან ხოლმე უფროსი მეგობრები. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული დიდი რეზო თაბუკაშვილი იყო, რომელთანაც ვმეგობრობდი და ბევრი რამ მასწავლა. ხშირად მახსენდება ხოლმე რეზო.

ვიცითრომ მოგზაურობა ძალიან გიყვართრომელია ის ქვეყანასადაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ჩადიხართ?

დიახ, მართლაც ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ერთ-ერთი დიდი სიამოვნებაა ჩემთვის. ბევრგან ვარ ნამყოფი, თუმცა იტალიაა ის ადგილი, რომელთანაც განსაკუთრებული გრძნობა მაკავშირებს. საკმაოდ დიდხანს მქონდა ამ ქვეყანასთან საქმიანი ურთიერთობა, დაახლოებით 14-15 წელი. მისი ისტორიიდან, კულტურიდან, სამზარეულოდან  გამომდინარე, ძალიან მიყვარს.

სიყვარული არის?..

სიყვარული ამოუხსნელი ფენომენია. არ ვიცით, სადამდეა მისი საზღვრები. ეს არის ფუძე ცხოვრებისა და მთავარი აზრი ადამიანის არსებობისა. ეს გახლავთ ძალა, რომელიც ადამიანს ყველაფერს, შეუძლებელსაც კი აკეთებინებს. ყველაზე დიდი, ძლიერი და ამოუხსნელი ფენომენია.