15 მიზეზი, შეიყვარო მოსალოდნელი სიცივეები

15 მიზეზი, შეიყვარო მოსალოდნელი სიცივეები

წელიწადის ყველა დრო თავისებურად მშვენიერია, მაგრამ ალბათ ვერც ერთი შეედრება სილამაზესა და ჯადოსნურობაში დამდეგ ზამთარს.

აი, რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ველოდოთ მოუთმენლად ზღაპრულ ზამთარს.

როგორი სასიამოვნოა ზამთარში ფინჯანი კაკაოს დალევა და მთელი დღე საყვარელ წიგნთან გატარება.

ზამთრის ბედნიერება - დათოვლილ ქუჩებში სეირნობის შემდეგ ცხელი კერძის მირთმევა.

უქმე დღეს თბილ საბანში გახვევა და საყვარელი ფილმების ყურება სასუსნავების თანხლებით - ზამთრის აუცილებელი პროგრამაა

ამ დროს ყველაფერი რამდენიმე საათით ზღაპრად იქცევა.

და წარმოუდგენელია, არ გაგახსენდეს ბავშვობა, როცა უყურებ მოფარფატე ფანტელებს.

და რა ჯობია გორაკიდან სრიალს?

ან საციგურაო მოედნის დაპყრობას?

ზამთარში ახლობლები კიდევ უფრო მშობლიურები ხდებიან.

საუბრები გლინტვეინის თანხლებით - უფრო გულთბილი და გინდა, ბავშვურად გჯეროდეს, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

და კიდევ, ზამთარი თბილი და სასიამოვნო ნაქსოვი შარფების სეზონია და თბილი სვიტერებისა და შალის წინდების,

მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ახალი წლის დადგომაა და ჩუმი და კეთილი საოცრების მოლოდინი, რომელიც აუცილებლად მოხდება. ამ ზამთარს...