ჯანსაღი ძილი
„მიყვარს ძილი. ამიტომაც არ დავდივარ სატრენაჟორო დარბაზში დილაობით. სხვა დრო ვარჯიშისათვის არ მაქვს, დილით კი მირჩევნია მეძინოს. „
აბაზანა - საუკეთესო სპა პროცედურა
„აბაზანის გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება. ძალიან მიყვარს წყალში ყოფნა და ამ პროცედურებს 45-60 წუთს ვუთმობ. „
ზეითუნის ზეთი თმისთვის
მონიკას იდეალური თმა აქვს, თუმცა ეს გასაკვირიც არაა. იტალიური გენები და მოვლა თმების ჯანმრთელობის საიდუმლოა. „თმას კვირაში ორჯერ ვიბან , ასევე ხშირად ვიყენებ ზეითუნის ზეთს, რომელიც თმას კვებავს და ბრწყინვალებას მატებს მას“.
სწორი კვება
მონიკა აღიარებს, რომ არასოდეს ყოფილა დიეტაზე . „მე იტალიელი ვარ და მიყვარს ჭამა. ამიტომ დიეტები ჩემთვის არ არის. თუ როლისთვის რამდენიმე კილოგრამის დაკლებაა საჭირო, შემიძლია შევზღუდო რაციონი. როგორც წესი, მხოლოდ ხორცს, თევზს და ბოსტნეულს როცა ვიღებ, წონაშიც ადვილად ვიკლებ.