ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე პოპულარული წევრი გამოვლინდა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე პოპულარული წევრი გამოვლინდა

დიდ ბრიტანეთში ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანიც სამეფო ოჯახის ყველაზე პოპულარული წევრის გამოვლენა იყო. გასაკვირი არ არის, რომ გამოკითხვების ლიდერი 70 პროცენტით პრინცი ჰარი გახდა, რომელიც სულ მალე გახდება მამა, როგორც აღმოჩნდა, საზოგადოებას განსაკუთრებით მისი ლოიალური ბუნება, იუმორი და კეთილშობილება მოსწონს.

მეორე ადგილს დედოფალი ელიზაბეტი იკავებს.

საუკეთესო სამეულს კი, პრინცი უილიამი ასრულებს.

ქეით მიდლტონმა გამოკითხვაში მეოთხე ადგილი დაიკავა, რომელმაც 2011 წლიდან უამრავი გულშემატკივრის გული მოიგო.

მეგან მარკლი კი მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა.

სასექსის ჰერცოგინია ერთი ადგილით ჩამორჩა ედინბურგის ჰერცოგს.

მეშვიდე ადგილის მფლობელი კი პრინცი ჩარლზი გახდა.