რამდენიმე დღის წინ, ლოს-ანჯელესი ცნობილი ვარსკვლავების თავშეყრის ადგილად კიდევ ერთხელ იქცა, როცა People’s Choice Awards-ის ყოველწლიური ცერემონია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შორის, რა თქმა უნდა, იყო ქენდალ ჯენერიც.
მოდელი საღამოზე ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად შავ მომხიბლავ კაბაში ფიგურირებდა.
საზოგადოების ყურადღება მისმა უცნაურმა მაკიაჟმა მიიქცია, რადგან მოდელმა გადაწყვიტა ამჯერად თვალის ლაინერისთვის განსხვავებული სტილი შეერჩია და არც მკვეთრ, მწვანე ფერზე თქვა უარი.
მოდელის ახალი ექსპერიმენტი უკვე შეფასდა ახალ ტრენდად, რომლითაც მალე უამრავ გოგონას ვიხილავთ.