სპაიდერმენის, ადამიანი ობობას და ჰალკის შემქმნელი სტენ ლი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

სპაიდერმენის, ადამიანი ობობას და ჰალკის შემქმნელი სტენ ლი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

Marvel Comics-ის ყოფილი პრეზიდენტი და ლეგენდარული "სპაიდერმენის", "იქს-ადამიანების", "ფანტასტიკური ოთხეულისა" და "წარმოუდგენელი ჰალკის" შემქმნელი სტენ ლი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. "მარველმა" თავის ისტორიაში კომიქსების 50 მილიონი ეგზემპლარი გაყიდა.

1971 წლის შემდეგ "მარველის" ყველა "ქავერი" სწორედ სტენ ლიმ დაწერა. მისი კომიქსების პერსონაჟები გმირებად იქცნენ მაყურებლებისთვის. სტენ ლის "მარველის" კომიქსების პატრიარქსაც უწოდებენ. მან სუპერგმირების შესახებ ახალი ერა შექმნა. მისმა შექმნილმა გმირებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კინოინდუსტრიაზე.

სტენ ლიმ თავისი კარიერა 1939 წელს Timely Comics-ში დაიწყო. წლების განმავლობაში იგი იყო მწერალი, რეჟისორი და ილუსტრატორი.