"სასაცილო იქნება, როცა ქურდის ძმაკაცები მოგაკითხავენ" - ქეთა თოფურიას რეაქცია, როცა შეახსენეს, რომ მამამისი კრიმინალური ავტორიტეტი იყო

მომღერალ ქეთა თოფურიას ნებისმიერი პოსტი დიდი განხილვის საგანი ხდება. თუმცა ის ფანებს და არა მხოლოდ მათ,ა ხალ ახალი პოსტებით ხშირად ანებივრებს.

ქეთამ გვიან ღამით სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ხალხს მშვიდი ღამე უსურვა.

მომღერლის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ზოგმა ის ლივ ტაილერს შეადარა, თუმცა ერთ-ერთმა ინსტაგრამის მიდმევარმა მას მამა და რამდენიმე დღის წინ, მომხდარი ინციდენტი გაახსენა. როდესაც მომღერალმა და მისმა ახალმა რეპერმა შეყვარებულმა პოლიციაში იჩივლეს.

"სასაცილოა, როცა ქურდის შვილი და რეპერის შეყვარებული პოლიციაში წერს სარჩელს" - დაუწერეს ქეთას კომენტარში.

რაზეც მომღერალი გაბრაზდა და შემდეგი პასუხი გასცა: სასაცილო იქნება ახლა, ქურდის ძმაკაცები შენთან თუ მოვლენ.

შეგახსენებთ, რომ ქეთას შეყვარებული, რეპერი გუფი დაახლოებით ორი კვირის წინ, ერთ-ერთ დაბადების დღეზე კლუბში სცემეს, რაზეც წყვილმა პოლიციაში საჩივარი დაწერა და გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

რაც შეეხება ქეთა თოფურიას მამას, ის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ანდრო თოფურია გახლდათ.

საკუთარი მამის შესახებ, ქეთაც ყოველთვის სახალხოდ საუბრობს და მუდმივად აღნიშნავს, რომ მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა.

ქეთას მამა 2010 წელს რუსეთის ციხეში გარდაიცვალა და ის საქართველოში დაკრძალეს.