"სახლის სული", "ფუძის ანგელოზი", "დამავოი" (რუსულად) - სახლში მცხოვრები მამრობითი სქესის სულია. ამბობენ, რომ ის იბადება მოხუცად და კვდება, როგორც ბავშვი. კაცობრიობას მასთან დაკავშირებით უამრავი მითი შეუქმნია და ძველებიც დიდი ენთუზიაზმით იცავდნენ წესებს. მაგალითად, საწოლს არ დგამდნენ კარის ზღურბლისა და ღუმლის სიახლოვეს, რადგან ითვლებოდა, რომ ეს სახლის სულის („დამავოის“)ადგილია.
თურმე ეს ლეგენდარული „არსება“ ოჯახის მიმართ კეთილად ან ბოროტადაა განწყობილი და თუ ოჯახის წევრებმა მისი კეთილგანწყობა ვერ დაიმსახურეს, ბევრი პრობლემაც ელოდებათ. ამბობენ იმასაც, რომ სახლის სული ყველა სახლშია და თუ კარგად დააკვირდებით, აუცილებლად „იპოვით“ მათ. ისინი საკუთარ თავს რამდენიმე ნიშნით გამოავლენენ და თუ ამ ათ უჩვეულო რამეს შენიშნავთ, ესე იგი, სახლში მარტო არ ხართ:
1.თუ შინაური ცხოველი უმიზეზოდ ყეფს ან თათებით ჰაერს ეთამაშება, იქნებ ის ხედავს იმას, რასაც თქვენ ვერ ამჩნევთ;
2.სინათლეები უეცრად ინთება და ვერ არკვევთ, როდის ან ვის დარჩა შუქი ანთებული.
3.თუ გახსოვთ, რომ ნივთი ზუსტად აქ დადეთ, მაგრამ „ფეხი აიდგა“, ესეც "დამავოის" „ოინებია“;
4.კედლიდან სურათის უეცარი ჩამოვარდნა;
5.ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ოთახებში;
6.სახლის სული გრძნობს სტუმრად მომავალ ადამიანს. სწორედ ამას მიეწერება რწმენა იმის შესახებ, თითქოს დანა-ჩანგლის გადავარდნა შინ მშიერი ადამიანის მოსვლის ნიშანია;
7.„კეთილად განწყობილ სახლის სულს შეუძლია სიზმრის სახით წინასწარ გაჩვენოთ საფრთხე;
8.ის ყურადღებიანია ბავშვების მიმართ. ასე რომ, არ გეგონოთ, რომ ბავშვი თავისთვის ლაპარაკობს ან იცინის...
9.უცნაური ხმაური - კარის გაჯახუნება, ნაბიჯების, ჭურჭლის ჩხრიალი და სხვა სახლის ხმაური „დამავოის“ არსებობის ნიშნებია.
10.მას არ უყვარს ჩხუბი და ასეთ დროს ხშირად კედელზე ფხაკუნის და კაკუნის ხმები ისმის.