პიპა მიდლტონმა და მისმა მეუღლემ - ჯეიმს მეთიუმ ახალშობილის სახელი საზოგადოებას გაუზიარა. როგორც ირკვევა, წყვილმა პატარა ბიჭისთვის გადაწყვიტა არტურ მაიკლ უილიამ მეთიუ დაერქმია, რასაც განსაკუთრებული დატვირთვაც აქვს.
არტური პრინცების ჩარლზის, ლუისა და უილიამის სრული სახელებდან ერთ-ერთია.
ცოლ-ქმარმა არც ჯეიმსის ძმა მაიკლი დაივიწყდა, რომელიც 1999 წელს, 22 წლის ასაკში გარდაიცვალა ევერესტის მთაზე ასვლისას და ახალშობილის სახელის შერჩევისას ისიც გაითვალისწინა. ამასთანავე, მაიკლი პიპა მიდლტონის მამის სახელიც გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ პატარა 15 ოქტომბერს დაიბადა და პიპა მასთან ერთად ლონდონის ქუჩებში უვე რამდენჯერმე გამოჩნდა.