მელანია ტრამპისა და ბრიჯიტ მაკრონის შეხვედრა პარიზში

მელანია ტრამპისა და ბრიჯიტ მაკრონის შეხვედრა პარიზში

პირველ მსოფლიო ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, აშშ-ის პირველი ლედი - მელანია ტრამპი, მეუღლესთან ერთად, პარიზში ჩაფრინდა, სადაც მისი და ბრიჯით მაკრონის მორიგი შეხვედრა შედგა.

ქალბატონების გულთბილი შეხვედრის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებშიც აქტიურად გავრცელდა.

მელანია იტალიური ბრენდის  - Bottega Veneta-ს მომხიბლავი სამოსით გამოჩნდა, რომელსაც Christian Louboutin-ის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.

ბრიჯიტმა კი საყვარელ ბრენდს - Louis Vuitton-ს ამჯერადაც არ უღალატა და  როგორც უამრავი ტაბლოიდი აღნიშნავს, ქალბატონების სამოსი ერთმანეთს საკმაოდ უხდებოდა.

თუმცა მელანიასა და ბრიჯიტის მომდევნო გამოჩენა ვერსალის სასახლეში მსგავსი იდილიით არ გამოირჩეოდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ამჯერად გაცილებით უფრო თანამედროვე ლუქზე შეაჩერა არჩევანი.

როგორც აღმოჩნდა, მიუხედავად განსახვებული პოლიტიკური შეხედულებებისა ბრიჯიტი საკმაოდ კარგად არის განწყობილი მელანიასადმი, „ჩვენ იუმორის გრძნობა გვაკავშირებს ერთმანეთთან, ერთად ბევრს ვიცინით“ - აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში მაკრონმა.

შეგახსენებთ, რომ  ბრიჯიტი რამდენიმე თვის წინ თეთრ სახლსაც ესტუმრა და  შეხვედრის შემდეგ მელანიას ცხოვრების საკმაოდ რთულ პირობებზეც ისაუბრა.

მან იმ ფაქტის გამო გამოთქვა წუხილი, რომ პირველ ლედის მეუღლე საკმაოდ ბევრ შეზღუდვას უწესებს.