მაროკოს მეფე მუჰამედ მეექვსეს ემანუელ მაკრონის სიტყვით გამოსვლის დროს ჩაეძინა. ეს პარიზში, მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე მოხდა.
აღსანიშნავია, რომ მელანიამ მოახერხა აუღელვებელი ყოფილიყო, ხოლო მისმა მეუღლემ, აშშ-ს პრეზიდენტმა მეფეს მკაცრად და გამკიცხავად გადახედა.
სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ირონიულად და ხუმრობით განიხილეს მონარქის ქცევა. რა თქმა უნდა, ამ თემაზე უმრავი მხიარული კომენტარი გავრცელდა.
„როცა შეგიძლია თქვა, რომ მელანია ტრამპთან გეძინა. თანაც, როცა მეფე ხარ”, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.