ნინი შერმადინი კრიტიკოსებს მიმართავს: „მისის პლანეტა 2018“ არ არის სამოდელო კონკურსი, მასე ჯერ არ გავგიჟებულვარ, მანდ გავსულიყავი!..“

ნინი შერმადინი კრიტიკოსებს მიმართავს: „მისის პლანეტა 2018“ არ არის სამოდელო კონკურსი, მასე ჯერ არ გავგიჟებულვარ, მანდ გავსულიყავი!..“

ნინი შერმადინი „მისის პლანეტა 2018“ გახდა. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ბულგარეთში გაიმართა. ჟიურის წევრების გული ნინიმ გარეგნობასთან ერთად ვოკალური მონაცემებითაც მოირგო, როცა ტინა ტერნერის ცნობილი სიმღერა შეასრულა.

ნინიმ გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც გამარჯვების შესახებ წერს და ასევე მიმართავს მათ, ვინც ნეგატიურად შეაფასეს მისი სილამაზის კონკურსში მონაწილეობა.

ნინი წერს:

„მეგობრებო, მიჭირს იმ ემოციის გადმოცემა, რაც მე განვიცადე. მე წარვადგენდი საქართველოს „მისის პლანეტა 2018“-ზე. ეს არ გახლავთ სილამაზის კონკურსი, ეს არის წარმატებული ქალბატონების კონკურსი, სადაც ფასდება ინტელექტი, ტალანტი, ხასიათი, შრომისმოყვარეობა, სილამაზე და თვითდაჯერებულობა. ეს არ არის სამოდელო კონკურსი, სადაც მოდელები გამოდიან, თორე მასე ჯერ არ გავგიჟებულვარ, მანდ გავსულიყავი.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემი ლანძღვით არიან დაკავებული, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ, ჟიური და ხალხი როგორ უდგას ფეხზე საქართველოს და არა მე.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ეკა მგალობლიშვილს და ფატუნას და ირინა პაპაზოვას, რომ მაიძულეს და დამარწმუნეს, მონაწილე ვყოფილიყავი ამ არაჩვეულებრივი კონკურსის, რამაც კიდევ უფრო შემმატა საკუთარი თავის რწმენა. დიდი მადლობა ყველას სიყვარულისთვის!“