პარიზში 20 ათასი ელექტროველოსიპედი იმოძრავებს

პარიზში 20 ათასი ელექტროველოსიპედი იმოძრავებს

პარიზელებისთვის მალე 20 ათასი ელექტროველოსიპედი გახდება ხელმისაწვდომი. საზოგადოებრივი სატრანსპორტო კომპანია Ile-de-France Mobilites (IDFM) ელექტროველოსიპედების გაქირვაბას იწყებს, Veligo-დ წოდებული სქემის მიხედვით, რომელიც პირველ ეტაპზე 10 ათასი ველოსიპედით დაიწყება. თუ პორექტმა გაამართლა კომპანია მათ გაზრდას 20 ათასამდე გეგმავს, რაც მას მსოფლიო უმსხვილეს ველოსიპედის გამქირავებელ კომპანიად აქცევს.

პროექტის მიზანი ავტომობილებით სარგებლობის შემცირებაა, რომელიც ძლიერ დაბინძურებას იწვევს საფრნაგეთის დედაქალაქში. Veligo მომხმარებელს როგორც დღიურ მომსახურებას ასევე ყოველთვიურად მაიქირავებს. მისი საფასური კი თვის განავლობაში მხოლოდ 40 ევრო იქნება.

Velib-ის ელექტროველოსიპედები ამ კომპანიის სხვა ველოსიპედებივით გამოიყურება, თუმცა მისი გარბენი სრულად დამუხტვით 9 კილომეტრია, თუ ცოტა ფეხებსაც მიაშველებთ და ძალიან აღმართზე არ იმოძრავებთ. ამ ექვსწლიანი პროგრამის ბიუჯეტი 111 მილიონი ევროა.

კომპანიაში იმედოვნებენ რომ პროექტი პარიზელებში დიდ მოწონებას დაიმსახურებს და მის ამოქმედებას 2019 წლის სექტემბრიდან გეგმავენ.