ქალი და მამაკაცი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან დეტალებით, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალებით. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გაიგებთ, როგორები არიან სინამდვილეში, უკეთესად გაუგებთ და ნაკლებად იკამათებთ მათთან.
1. იხდიან
მამაკაცი მაისურს ზურგიდან, თავზე გადმოტარებით იხდის, ქალი კი მარჯვენა ხელით ბლუზის მარცხენა მხარეს, მარცხენა ხელით მარჯვენა მხარეს ექაჩება ზევით. ასე გახდას მათ არავინ ასწავლის.
უბრალოდ, ქალის სამოსი მამაკაცის მაისურთან შედარებით ვიწროა და მას სხვანაირად ვერ გაიხდი. მამაკაცს კი არც აწუხებს, თუ მისი მაისური ფორმას დაკარგავს.
2. ხელები მაჩვენე
როცა ამ წინადადებით მამაკაცს მიმართავ, თუ მას დასამალი არაფერი აქვს, ხელისგულებს გიჩვენებს, ქალი კი - მუდამ გადმობრუნებულ ხელებს, ალბათ, მანიკიურით რომ მოგაწონოს თავი.
3. ბურთის სროლა
მამაკაცი ბურთს თავის ზემოდან ისვრის, ქალი კი ქვევიდან ზემოთ. თანაც, სროლამდე ორივე ხელით უჭირავს.
4. ამთქნარებენ
მამაკაცები, როგორც წესი, პირზე მუშტს იფარებენ, ქალები - გაშლილ ხელს.
5. სმენა
ქალს მამაკაცზე უკეთესი სმენა აქვს. ქალის ტვინი დაპროგრამებულია ბავშვის ტირილზე. მამაკაცების უმეტესობას კი ისე სძინავს, რომ არაფერი ესმის. თუ სადღაც კატა კნავის, ხმას პირველი ქალი გაიგონებს. სამაგიეროდ, მამაკაცს შეუძლია განსაზღვროს, საიდან მოდის ხმა.
6. ჯდომა
ქალს ხშირად ფეხი ფეხზე აქვს გადადებული. მამაკაცი კი დახეთქებული ზის და მუხლებიც განზე აქვს გაშვერილი. შეიძლება ჯდომის ასეთი მანერა სამოსის ბრალია, მოკლეკაბიანი ქალი ფეხებს ვერასდროს გაშლის განზე. მამაკაცი ასეთი ალფა-ხვადის პოზით კი მისი მამაკაცური ღირსების დემონსტრირებას ახდენს.
7. მარჯვენა-მარცხენას გარჩევა
მამაკაცებს არასდროს უჭირთ მარჯვენა და მარცხენა ხელის ერთმანეთისგან გარჩევა. ხოლო, თუ ქალს ჰკითხავთ, რომელი ხელია მარჯვენა, სწრაფ პასუხს ვერ მიიღებთ. იგი ჯერ საქორწილობეჭდიან ხელს დახედავს ან გაიხსენებს, რომელი ხელით წერს. ამიტომ ყველა მამაკაცი ცოფდება, როცა ქალის ამბობს: ”აქვე, მარცხნივ”, სინამდვილეში კი მარჯვენას გულისხმობს.
8. მზერა-ხედვა
მამაკაცები ხედავენ წინ და შორს, ბინოკლის მსგავსად. ამიტომაც არიან კარგი მონადირეები. ქალებს კი პერიფერიული მხედველობა აქვთ განვითარებული. საქმე იმაშია, რომ ქალმა მაქსიმალურად კარგად უნდა დაინახოს მის გარშემო არსებული სამყარო, აკონტროლოს ბავშვები და სწრაფად შეამჩნიოს საფრთხე.
9. სად შევიკრათ ხალათი?..
ქალი ხალათს წელზე იკრავს, მამაკაცი - თეძოებზე.
10. რას აქცევენ ყურადღებას
როცა ქალი უცნობებით სავსე ოთახში შედის, აანალიზებს, ვინ როგორ განწყობაზეა და ვის ვისთან როგორი დამოკიდებულება აქვს. როცა ოთახში მამაკაცი შედის, ის ამჩნევს შესასვლელ-გასასვლელს, ეძებს ნაცნობ სახეებს და პოტენციურ მტრებს. აგრეთვე, აფიქსირებს, რა არის გამოსაცვლელი, შესაკეთებელი ან გასასწორებელი.
11. საქმეების მოგვარება
მამაკაცი კონკრეტულ მომენტში კონკრეტულ საქმეზეა კონცენტრირებული. თუ მას წვერის პარსვის დროს ელაპარაკებით, შეიძლება კანი გაიჭრას. ქალს კი ერთდროულად რამდენიმე საქმის - ტელეფონზე ლაპარაკი, სადილის კეთება, ბავშვების ზედამხედველობა - კეთება შეუძლია. მამაკაცი თუ ნადირობისას ლამაზი ყვავილების, პეპლების ცქერით მოცდება, ოჯახი მშიერი დარჩება. ხოლო, თუ ქალი მხოლოდ სადილს მოამზადებს, ბავშვები გაეფანტებიან.
12. ემოციები
თუ ქალს პრობლემები აქვს, უყვება დედას, დაქალს, ქმარს, ავტობუსში გვერდით მჯდომს, მაღაზიაში გამყიდველს; წერს დღიურში, სოცქსელში. რაც უფრო მეტ ადამიანს უყვება პრობლემის შესახებ, მით უმსუბუქდება დარდი. როცა მამაკაცს აქვს პრობლემა, მოიმარაგებს ლუდს, ფეხბურთის საყურებლად ჯდება და დუმს. მამაკაცმა დაძაბულობა უნდა მოიხსნას. სტრესს როგორც კი მოიხსნის, გადაწყვეტილებას იღებს. გახსოვდეთ, მამაკაცმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღოს, თქვენი დახმარება არ სჭირდება. თუ რჩევებით გულს შეუღონებთ, ჩხუბს ვერსად გაექცევით.
13. ინფორმაციის ტვინში შენახვა
ქალი იმახსოვრებს ყველაფერს, აინტერესებს-არ აინტერესებს - ყველაფერს! მამაკაცი - მხოლოდ აუცილებელ ინფორმაციას. მამაკაცი უსაფრთხოებაზე აგებს პასუხს, ქალის კომფორტზე, გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, ოჯახში სიყვარულისა და წესრიგის შექმნაზე. სწორედ ამიტომ არ იციან მამაკაცებმა, სად ინახება მარილი და მაკრატელი. ქალები კი საოცარი არსებები არიან. მათ ყოველთვის ყველაფერი ახსოვთ!