მიმი შელიას და ვლად რამის პირველი ინტერვიუ მათ პირველ შეხვედრაზე და ურთიერთობის საიდუმლოებებზე

მიმი შელიას და ვლად რამის პირველი ინტერვიუ მათ პირველ შეხვედრაზე და ურთიერთობის საიდუმლოებებზე

ვლადი მომღერალია. მიმი - მოთხოვნადი მოდელი. ერთად კი შოუ ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე „ხმაურიანი წყვილი“. მათი რომანის შესახებ ინფორმაცია ერთი წლის წინ გახდა ცნობილი.

როგორ გაიცანით ერთმანეთი?

ვლადი: კლიპის გადაღების წინ გავიცანით ერთმანეთი. მაშინვე მივხვდი, რომ მიმი ჩემი უნდა გამხდარიყო.

მირანდა: ვლადის კლიპში გადაღება შემომთავაზეს და მეც დავთანხმდი. ჩვენ ერთმანეთს შევხვდით და მას შემდეგ, განუყრელები ვართ. გამოდის, რომ პირველი პაემანი კლიპის გადაღებაზე გვქონდა.

დაასახელეთ ერთმანეთის სამი საუკეთესო თვისება

ვლადი: მე სამში ვერ ჩავეტევი. მიმი კეთილი, ლამაზი, ჭკვიანი, ერთგული და საუკეთესოა!

მირანდა: არ მინდა რამე გამომრჩეს. ეს ჩემი ადამიანია, ნამდვილი! და მე ის ძალიან მიყვარს!

რას ეძახით ერთმანეთს მოფერებით?

მირანდა: დუსიკ, ან უბრალოდ ლუ. როცა გაბრაზებული ვარ, სახელით მივმართავ.

ვლადი: მე მას - მი, მიმიჩკა, მირანდა, საყვარელო.

რაზე ჩხუბობთ და როგორ რიგდებით?

მირანდა: ვჩხუბობთ ათასი წვრილმანის გამო, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები. სწრაფად ვრიგდებით, რადგან ორივე ვიცავთ წესს: ვივიწყებთ წყენას, თითქოს არაფერი მომხდარა.

ვლადი: მიმის ეს „ფიშკა“ ძალიან უყვარს.

რას აკეთებთ დასვენების დღეებში?

ვლადი: ყოველი დასვენების დღეს ვმხიარულობთ.

მირანდა: ვპატიჟებთ მეგობრებს, ხშირად სტუდიაში ვართ, ვუსმენთ ვლადის ჩანაწერებს.

ვლადის ფანები არ ეჭვიანობენ შენზე?

მირანდა: თავიდან ჩემი სიკვდილიც კი უნდოდათ, მაგრამ მერე შევძელი ამეხსნა, რომ მე არავის ვართმევ ვლადს და ყველაფერი კარგადაა.

როგორ ფიქრობთრაშია ბედნიერი ურთიერთობის საიდუმლო?

მირანდა: მთავარი ურთიერთგაგებაა, პატივისცემა, თუ ეს არ არის, ურთიერთობა ნორმალურს აღარ ჰგავს...

რას არ აპატიებთ არასოდეს ერთმანეთს?

მირანდა: ტყუილს.

ხანგრძლივი ურთიერთობის დროსრომანტიკა კვდება?

ვლადი: ჩვენს ურთიერთობაში რომანტიკა ცოცხლობს და ყოველთვის ასე იქნება. დღემდე დავდივართ პაემნებზე და გვიყვარს ერთმანეთის გაოცება.