20 რამ, რაც უნდა გააკეთოთ ახლა, რათა 50 წლის ასაკში თავი იდეალურად იგრძნოთ

20 რამ, რაც უნდა გააკეთოთ ახლა, რათა 50 წლის ასაკში თავი იდეალურად იგრძნოთ

ერთ-ერთმა ინტერნეტსაიტმა ათასობთ 50 წელს გადაცილებული ადამიანი გამოკითხა. მათ ერთი კითხვა ჰქონდათ: რა უნდა გააკეთოს 30 წლის ადამიანმა, რომ 20 წლის შემდეგ თავი ბედნიერად იგრძნოს. მათ საჭირო, მარტივი და ბრძნული პასუხები გაგვცეს და დროა, უფროსების რჩევები გავითვალისწინოთ.

1. დაანებეთ თავი მოწევას

50 წლის ასაკში თქვენი თავის ნახვა რომ შეგეძლოთ. დღესვე დაანებებდით თავს მოწევას. ეს ძვირი სიამოვნებაა, უსიამოვნო სუნი აქვს და 100 პროცენტით გაგიუარესებთ ჯანმრთელობას. იქნებ, ყური დაგეგდოთ ამ რჩევისთვის?..

2. შეინარჩუნეთ (აღადგინეთკარგი ურთიერთობა მშობლებთანდა-ძმებთან.

იმ შემთხვევაში კი, თუ ოჯახის წევრებთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ. თქვენ მათი, მათ კი თქვენი გაგება უჭირთ, ეცადეთ, გამოასწოროთ სიტუაცია. ოჯახური ურთიერთობები ყველაზე მნიშვნელოვანი კავშირია ამქვეყნად. აღადგინეთ ურთიერთობა ნათესავებთან და ცოტა ხანში მიხვდებით, რა სიმდიდრის პატრონიც ხართ.

3. ისარგებლეთ მზისგანდამცავი კრემით

თუ არ გსურთ გამომშრალი, ნაოჭებიანი, აგრეცლილი და გათხელებული კანი გაგიხდეთ, პლაჟზე გასვლის წინ აუცილებლად წაისვით მზისგან დამცავი კრემი.

4. ივარჯიშეთ, - ეს ნამდვილად აუცილებელია

აქტიური ცხოვრების წესი დაბერების საშუალებას არ მოგცემთ. ნუ მოიმატებთ წონაში. ყოველდღიურად ივარჯიშეთ. აკონტროლეთ კვებისა და ძილის რეჟიმი.

5. ისწვლეთ ფულის შეგროვებათუნდაც მცირე ხელფასი გქონდეთ

ბანალური და მოსაწყენი რჩევა გგონიათ? შეიძლება გაიფიქროთ: რა უნდა დააგროვოს ადამიანმა, როცა თვიდან თვემდე ძლივს ჰყოფნის ხელფასი. მცირე თანხაც რომ დააგროვოთ, 50 წლის ასაკში მიხვდებით, რა ჭკვიანურად მოიქეცით 20 წლის წინ.

6. იყავით კმაყოფილი იმითრაც გაქვთ

ბედნიერება წარმატებასა და დიდებაზე დასაფასებელი გრძნობაა. წუწუნის ნაცვლად დატკბით იმით, რაც გაქვთ და თავს ნამდვილად ბედნიერ ადამიანად იგრძნობთ.

7. ნუ გადადებთ მიზნების განხორციელებას მომავლისთვის

ბინის ყიდვა გინდათ, თუ წიგნის დაწერა? ბიზნესის წამოწყება, თუ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლა? ნუ გადადებთ მომავლისთვის იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ. დროს ვერ დაიბრუნებთ, 30 წლის შემდეგ კი წლები უსწრაფესად გარბის.

8. გამოიძინეთ

თუ ჯანმრთელად ყოფნა გსურთ, ერთი და იმავე დროს დაიძინეთ და გაიღვიძეთ.

9. ყურადღება მიაქციეთ კბილებს

კბილებთან დაკავშირებული პრობლემები ასაკის მატებასთან ერთად იმატებს. ნუ გადადებთ მკურნალობის დაწყებას. კბილებს ახალგაზრდობიდანვე უნდა გაფრთხილება.

10. დააგროვეთ მოგონებები და არა ნივთები

თქვენ - ცხოვრებისეული გამოცდილება უნდა დააგროვოთ. წარმოიდგინეთ, იღვიძებთ, 50 წლის ხართ და ხვდებით, რომ მატერიალურად ღირებული ნივთების გარდა ვერაფერი დააგროვეთ ამ ცხოვრებაში, მოსაგონარი არაფერი გაქვთ. გახსოვდეთ, მოგონებების გადაყრა შეუძლებელია, ისინი არ ხუნდება.

11. ისწავლეთ გაცემა

სიკეთის კეთება უნდა ისწავლოთ. მთელი გულით, სულით, მაგრამ ნუ დაელოდებით სამაგიერო სიკეთეს. მხოლოდ ასე აივსება თქვენი გული სიყვარულით.

12. იყავით ცნობისმოყვარე.

ყოველდღე ჩაიდინეთ მცირე სიგიჟე. ისიც კი აკეთეთ, რისი კეთებაც გეშინიათ. ყოველდღიურად, მცირე ნაბიჯებით და მიხვდებით, რომ შეუძლებელი არაფერია გადაიღეთ ბევრი ფოტო. ისინი სიბერეში დღებს გაგიფერადებენ.

13. გადაეჩვიეთ მავნებელი საკვების ჭამას

გადაეჩვიეთ ფასტ-ფუდის ჭამას, ალკოჰოლის სმას. ”ჯანმრთელობას ვერ იყიდი” -  ალბათ გაგიგონიათ ეს ფრაზა, მაგრამ მის არსს მხოლოდ 50 წლის ასაკში მიხვდებით.

14. წელიწადში 10 წიგნი მაინც წაიკითხეთ

თქვენ ტვინს მუდმივად სჭირდება განვითარება. ნუ დახარჯავთ დროს კომპიუტერულ თამაშებსა და ტელევიზორის ყურებაზე. იკითხეთ კარგი წიგნები.

15. იმოგზაურეთ

მოგზაურობა ცვლის ადამიანს. მხოლოდ მოგზაურობას შეუძლია თავი ცოცხალ, ხალისიან, ინტერესიან ადამიანად გაგრძნობინოთ. იმოგზაურეთ, თუნდაც უახლოეს ქალაქში, ფეხით.

16. ისწავლეთ მედიტირება

მედიტაციას შეუძლია სხვა ადამიანად გადაგაქციოთ. მეცნიერებმა უამრავი კვლევა ჩაატარეს ამ ფაქტის დასამტკიცებლად. მედიტაცია უკეთეს ადამიანად გაქცევთ.

17. იყავით ის ვინც ხართნუ შეადარებთ საკუთარ თავს გარშემო მყოფებს

დაგვიჯერეთ, 50 წლის ასაკში თქვენთვის უკვე სულერთი იქნება, რას ფიქრობენ თქვენზე გარშემო მყოფები. ნურასდროს მიაქცევთ ყურადღებას სხვების აზრს, აკეთეთ ის, რაც რაც სწორად მიგაჩნიათ, იყავით მათზე ძლიერი.

18. აწარმოეთ დღიური

ჩაიწერეთ ყველა ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება. დაურთეთ ფოტო და 50 წლისა სიამოვნებით გადაათვალიერებთ მოგონებების კრებულს, რომელიც საოცარ განწყობაზე დაგაყენებთ.

19. გაუფრთხილდით მეგობრებს

ნუ დაკარგავთ იმ ადამიანებს, ვის გვერდითაც თავს დაცულად, მხიარულად, სასურველად გრძნობთ. იცინეთ, ჩაიდინეთ სულელური საქციელი, დატკბით ცხოვრებით, სანამ ახალგაზრდა ხართ.

20. შვილებისაყვარელი ადამიანი

რა საქმესაც არ უნდა შეეჭიდოთ, გახსოვდეთ, რომ ოჯახი ადამიანის ცხოვრებაში უმთავრესია. რა ჯობია, 50 წლის ასაკში მარტო იყო, თუ გვერდით საყვარელი მეუღლე და შვილები გყავდეს. რაც უფრო მეტ შვილს გააჩენ, მით მეტ შვილიშვილს გაჩუქებენ ისინი და ყველაში თქვენს მიმიკას, ჩვევას, მზერას აღმოაჩენთ.