სნუპ დოგმა თეთრი სახლის წინ მარიხუანა მოწია და ტრამპს აგინა

სნუპ დოგმა თეთრი სახლის წინ მარიხუანა მოწია და ტრამპს აგინა

ამერიკელი რეპერი სნუპ დოგი დონალდ ტრამპის კრიტიკას არასდროს ერიდებოდა. რამდენიმ,ე დღის წინ მან გადაწყვიტა, რომ თეთრი სახლთან მისულიყო და მარიხუანა მოეწია.

"ეს უნდა გამეკეთებინა", - ამ სათაურით აქვეყნებს ის თეთრი სახლის წინ მოწყობილი პროტესტის ვიდეოების სერიას ინსტაგრამზე.

თავდაპირველ ვიდეოში, კალიფორნიელი ხელოვანი ფანებს სახლიდან მიმართავს და თავის იდეას აცნობს.

"თუ ეს ვიდეო 3 წუთში 20 ათას მოწონებას მიიღებს, ამას გავაკეთებ", - ამბობს რეპერი

შემდეგ ვიდეოში სნუპ დოგი უკვე მანქანაშია და თეთრი სახლისკენ მიემართება.

"თეთრი სახლისკენ წადი. ყველა იქაა, საიდუმლო სამსახური, ჰაჰ? სიამოვნებით გადავიდოდი და ფოტოს გადავიღებდი, მაგრამ აქ ვერ აპარკინგებ. ჰაჰ. ჯანდაბას, გადამიშვი, სურათი უნდა გადავიღო", - ამბობს სნუპ დოგი და სწორედ ამ დროს აგინებს ტრამპს.