კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ციებ-ცხელების გამო 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
როგორც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, კივუსა და იტურის პროვინციებში ებოლას 326 შემთხვევა დაფიქსირდა. ექიმების ინფორმაციით, 326 შემთხვევიდან 291-ში ებოლას ვირუსი დადასტურდა.
ებოლას ვირუსის ყველაზე მასშტაბური ცირკულაცია 2013-2016 წლებში დაფიქსირდა. მაშინ დიაგნოზი 28.000 ადამიანს დაუდასტურდა.