ლოს-ანჯელესის ტყეში ხანძარი მძვინვარებს. გამოცხადდა საფრთხის წითელი დონე. როგორც Daily Mail იტყობინება, მოცემულ მომენტში 150 000 ადამიანია ევაკუირებული. მეხანძრეები კი ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ.
ცეცხლმა ვარსკვლავების სახლებამდეც მიაღწია. დაიწვა კეიტლინ ჯენერის დიდებული აგარაკი, ასევე იწვის ლედი გაგას სახლიც.
კიმ და კორტნი კარდაშიანების სიცოცხლეც საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. ოჯახი ევაკუირებული იქნა უსაფრთხო ზონაში.
კიმ კარდაშიანმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა: „ვგრძობ, როგორ უახლოვდება ცეცხლი ჩვენს სახლს, ჰიდენ-ჰილზში. ვლოცულობ, რომ ქარი ჩვენს მხარეზე იყოს და ყველანი უსაფრთხოდ ვიყოთ“.