ვარსკვლავების ნათესაური კავშირები, რომელიც აქამდე არ იცოდით

ვარსკვლავების ნათესაური კავშირები, რომელიც აქამდე არ იცოდით

შესაძლოა, ბევრი მათგანის ნათესავური კავშირის შესახებ უკვე იცოდით, მაგრამ რამდენიმე მათგანი ნამდვილად გაგაკვირვებთ

ნიკოლას ქეიჯი და სოფია კოპოლა

ჰოლივუდელი ვარსკვლავები ბიძაშვილები არიან. როდესაც ნიკოლასმა მსახიობობა გადაწყვიტა, გვარი შეიცვალა (კოპოლას ნაცვლად ფსევდონიმი ქეიჯი აიღო). არ სურდა, რომ ცნობილი ოჯახური კლანისგან მფარველობაში დაედანაშაულებინათ. შესაბამისად, უფროსი კოპოლას ქალიშვილი სოფია - ქეიჯის ბიძაშვილია.

ჰოაკინ ფენიქსი და ბენ აფლეკი

ორი სამსახიობო ოჯახი ახლახან დამოყვრდა. ბენ აფლეკის უმცროსი ძმა ჰოაკინის დაზე დაქორწინდა.

ბრუკ შილდსი და მერილ სტრიპი

ერთი შეხედვით, რა საერთო უნდა ჰქონდეს ოსკარის მფლობელ ქერა მერილსა და მუქთმიან ლამაზმან ბრუკს, თუმცა ისინი ნათესავები არიან.

გვინეტ პელტროუ და სტივენ სპილბერგი

ცნობილია, რომ სტივენ სპილბერგი მსახიობ დრიუ ბერიმორის ნათლიაა. თუმცა, ცნობილი რეჟისორის ნათლულთა შორის კიდევ ერთი ქერა ვარსკვლავია - გვინეტ პელტროუ. სწორედ ნათლიას უნდა უმადლოდეს იგი წარმატებულ კარიერას - ლეგენდარულმა რეჟისორმა ჯერ კიდევ 1991 წელს ოჯახურ წვეულებაზე აღმოაჩინა გოგონას სამსახიობო ნიჭი და ვენდის როლში დაამტკიცა ფილმში "კაპიტანი კრიუკი". ნათლია და ნათლულს დღემდე შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ და ხანდახან შვებულებებს ერთად ატარებენ ოჯახებთან ერთად.

მადონა და გვენ სტეფანი

ჟურნალისტები და თაყვანისმცემლები ხშირად ადარებენ ჰოლივუდის დივებს. როგორც აღმოჩნდა, შემთხვევით არა. "ჩვენ მართლაც ნათესავები ვართ: ბებიაჩემის დის დედამთლი დეტროიტელი ჩიკონეა", - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში გვენ სტეფანიმ.

ქეით მიდლტონი და გაი რიჩი

ქეითისა და გაის წინაპრები დევიდი და სარა ლუგა მე-18 საუკუნეში ცხოვრობდნენ და ცოლ-ქმარი იყვნენ. ამ შორეული ნათესაური კავშირის შესახებ ორივესთვის კარგად ცნობილია, ამიტომაც, ქეითისა და უილიამის ქორწილში გაი რიჩი საპატიო სტუმარი გახლდათ.

ელიზაბეთ ჰერლი და დევიდ ბექჰემი

ბექჰემების წყვილი და ელიზაბეთ ჰერლი დიდი ხნის მეგობრები არიან. არც არის გასაკვირი, რომ ვიქტორიამ და დევიდმა სწორედ ელიზაბეთი აირჩიეს ვაჟიშვილის, ბრუკლინის ნათლიად.

ჯასტინ ბიბერი და რაიან გოსლინგი

ახალი ინგლისის ისტორიულ-გენეოლოგიურმა საზოგადოებამ საინტერესო კვლევა ჩაატარა და დაადგინა, თუ რა ნათესაური კავშირი აქვთ ჰოლივუდის სხვადასხვა ვარკვლავებს ერთმანეთთან. როგორც აღმოჩნდა, ჯასტინ ბიბერი რაიან გოსლინგის შორეული ნათესავია (მე-11 თაობის ბიძაშვილი), ავრილ ლავინი კი სელინ დიონის შორეული ნათესავი (მე-12 თაობის ბიძაშვილი).

ყველა ვარსკვლავის წინაპრები ფრანგები ყოფილან, რომლებიც კვებეკში მე-17 საუკუნეში დასახლდნენ და დანათესავდნენ. სიტყვაზე, იგივე საზოგადოებამ დაადგინა, რომ ნათესაობა აკავშირებთ ელენ დე ჯენერესსა და ჰალე ბერის, ანჯელინა ჯოლისა და ჰილარი კლინტონს და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბრედ პიტსა და ბარაკ ობამას.