კამერონ დიასი და მისი მამაკაცები

კამერონ დიასი და მისი მამაკაცები

46 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი ცნობილი არა მარტო თავისი ფილმებით, არამედ სასიყვარულო ისტორიებითაც გახდა. მის შარმს წინ ვერ აღუდგნენ - ბრედლი კუპერი, ჟერარდ ბატლერი, ადამ ლევინი, ედვარდ ნორტონი, კიანუ რივზი, ჯუდ ლოუ და რობი უილიამსი.

კამერონის რომანტიკული ისტორიების სია საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.

მეტ დილონი

კარიერის დასაწყისში, კემს რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა მეტ დილონთან. მათ ერთმანეთი 1995 წელს გაიცნეს.

ჯარედ ლეტო

მათი რომანი 4 წელიწადს გაგრძელდა. მსახიობმა კამერონს ხელიც კი სთხოვა, მაგრამ ქორწილი არ შედგა. შეყვარებულები კარიერაზე ზრუნვამ გაიტაცა და მათი ურთიერთობაც არ აეწყო.

ჯასტინ ტიმბერლეიკი

ჯასტინი და კამერონი ერთად 3 წელი ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, ჯასტინმა ვერ შეძლო დაერწმუნებინა დედამისი, რომ კემი მისთვის იდეალური მეწყვილე იყო.

პოლ სკალფორი

ჯასტინთან განშორების შემდეგ, კამერონმა ახალი გატაცება იპოვა. ეს ბრიტანელი მოდელი, პოლ სკალფორი აღმოჩნდა. გრძნობები ისევე სწრაფად ჩაცხრა, როგორც დაიწყო. 1 წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ.

ალექს როდრიგესი

კემის შემდეგი ბოიფრენდი ბეისბოლოს მოთამაშე, ალექს როდრიგესი იყო. მას რომანი ჰქონდა მადონასთან, ჯენიფერ ენისტონთან და კეიტ ჰადსონთან. როდრიგესს ფლეიბოის რეპუტაცია აქვს. კემი და ალექსი ერთად მხოლოდ 1 წელი იყვნენ.

ბენჟამინ მედენი

ერთადერთი მამაკაცი, ვინც მოახერხა კამერონი საკურთხეველთან მიეყვანა, როკერი ბენჯი მედენი აღმოჩნდა. მათ ერთმანეთი 2014 წელს გაიცნეს.