სკანდინავიელი გოგონების ლამაზი თმის 6 საიდუმლო, რაც ყველამ უნდა იცოდეს

სკანდინავიელი გოგონების ლამაზი თმის 6 საიდუმლო, რაც ყველამ უნდა იცოდეს

სკანდინავიელი გოგონები ჩრდილოეთის ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის ნამდვილი შთაგონების წყარო გახლავთ, რადგან ქერა, ანგელოზის მსგავსმა ლამაზმანებმა ყველაფერი იციან სიცივისა და ზამთრის გრძელი თვეების სარგებელზე. 30 წლისთვის ამ ქვეყნების მოსახლეობამ სილამაზის მთავარი საიდუმლოებები  იცის, რაც ეხმარება სკანდინავიელთა გარეგნობის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტის, ლამაზი და ჯანსაღი თმის შენარჩუნებაში.

1. კვება + ვიტამინები

სკანდინავიელი გოგონების რაციონის მთავარი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა პროდუქტი ორგანული და მაქსიმალურად ნატურალურია. დღესდღეობით სკანდინავიური მენიუ წარმოუდგენელია თევზის, კენკრის, ხაჭოსა და სუპერფუდების გარეშე. სწორედ ეს პროდუქტები შეიცავენ თმის ზრდისა და მათი ბუნებრივი ბზინვარებისთვის საჭირო მიკროელემენტებს.

2. საუნა + ყინულიანი წყალი

შვედი მოდელები ელიზაბეთ და ვიქტორია ლეონჰარტები მეგობრებთან ერთად საუნაში სიარულს აღმერთებენ. საუნაში ყოფნის პროცესი და ცივი წყლის ტრადიციული გადავლება აჩქარებს სისხლის მიწოდებას, რაც სასარგებლოა ჯანმრთელობისა და ქალის გარეგნობისთვის. მაშინაც კი, თუ ყველა სკანდინავიელ ქალს საუნაში სიარულის დრო არ აქვს, დაბანის პროცედურა ყოველთვის ყინულიანი წლის გადავლებით სრულდება.

3. შამპუნი სულფატის გარეშე

ჩრდილოელი მოსახლეობა ცდილობს ეკოლოგიურად სუფთა კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას. აღსანიშნავია, რომ სულფატებისა და პარაბინების შემცველი შამპუნები თმას უკარგავს ტენიანობას, რაც აშრობს მათ. არ შეიძლება არ აღინიშნოს ისლანდიის მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი beauty-პროდუქტი - ზვიგენის ცხიმისგან დამზადებული კრემი. სასარგებლო კომპონენტს უმატებენ არა მხოლოდ კანის მოვლის საშუალებებში, არამედ შამპუნებსა და ნიღბებშიც. ის სწრაფად ატენიანებს თმა და ხდის უფლო ელასტიურს.

4. ნაკლები ფენი

სკანდინავიელი ლამაზმანები უპირატესობას თმის ბუნებრივად გაშრობას ანიჭებენ. თმის ფენით გაშრობა ზრდის მტვრევადობის რისკს და აჩენს დაყოფილ ბოლოებს.

5. ნაკლები სტრესი

სკანდინავიელების აზრით, ისე არაფერი ალამაზებს ქალს, ვიდრე განმარტოებით ხარისხიანად გატარებული დრო. საღამო წიგნითა და საყვარელი არომატული ჩაით, ტყეში გასეირნება ძაღლთან ერთად ან დასვენების დღეების გატარება ყველაზე ახლობელი ადამიანების გარემოცვაში - მომენტებში, როცა ცხოვრებას ვანელებთ, იზრდება ბედნიერების ჰორმონების გამოყოფის რაოდენობა, რაც ეწინააღმდეგება სტრესს, საბოლოოდ კი აუმჯობესებს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.

6. მოვლა ძილის წინ

ღამით დატენიანებული თმა ნაკლებად მტვრევადია და დიდხანს ინარჩუნებს სიჯანსაღეს. სკანდინავიელი გოგონები რეკომენდაციას იძლევიან თმის ღრმა მოვლა საღამოობით ჩაიტაროთ. ისეთ ბუნებრივ კომპონენტებზე დამზარებული ნიღბები, როგორებიცაა მოცვისა და არგანის ზეთი, ატენიანებს თმას, ანიჭებს ბზინვარებას და იცავს ულტრა იისფერი სხივების გავლენისგან.