BBC-ის ახალი დოკუმენტური ფილმი ძირითადად პრინც ჩარლზს ეხება, თუმცა მისი მეშვეობით უამრავი დეტალი გახდა ცნობილი, რომლებიც სამეფო ოჯახის დანარჩენ წევრებს ეხებათ, მათ შორის პრინც ჰარისა და მეგან მარკლს.
სასექსის ჰერცოგმა გაამჟღავნა, რომ მას უცნაური ჩვევა აქვს, რომელიც მეგან მარკლს საკმაოდ ახალისებს.
როგორც აღმოჩნდა, ჰერცოგსს კარგად განათებული სივრცეები არ იზიდავს და მეუღლეს გამუდმებით გადანათებული ოთახების გამო ეწუწუნება.
„ჩემი მეუღლე გამუდმებით იმეორებს „შუქი რატომ ჩააქრე? ბნელა“ რაზეც ჩვეულებისამებრ ვპასუხობ -„ერთი სანათი საკმარისია, არ არის ამდენი საჭირო“ და ეს ჩვეულებად იქცა“ - აღნიშნა ჰარიმ.