"ძალიან მიყვარს მოდურად ჩაცმა" - ირაკლი მაქაცარია უკრაინაში გემოვნებიან მამაკაცად დასახელდა

ELLE -ის უკრაინულმა გამოცემამ, ცოტა ხნის წინ, საზოგადოებას წლის ყველაზე მოდური მამაკაცის კონკურსი წარუდგინა, რომელშიც 50 კანდიდატი გახლდათ წარდგენილი და მათ შორის საუკეთესოსთვის ხმის მიცემის პროცესი 5 ნოემბრამდე გრძელდებოდა.

ქართველი ტელეწამყვანი და ბიზნესმენი საუკეთესო ათეულში მოხვდა და ამის შესახებ გუშინ სოციალურ ქსელშიც დაწერა.

„უკრაინის ყველაზე მოდური მამაკაცების ათეულში შესვლა ძალიან სასიამოვნოა, მადლობა ELLE MAN-ს, ძალიან მიყვარს მოდურად ჩაცმა, მაგრამ პრიოტეტს ყოველთვის კომფორტს ვანიჭებ“ - დაწერა მან.