გვინეტ პელტროუს საიდუმლო ქორწილი

გვინეტ პელტროუს საიდუმლო ქორწილი

29 სექტემბერს გვინეტ პელტროუმ ცნობილ პროდიუსერ ბრედ ფელჩაკზე იქორწინა. ცერემონია იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ რამდენიმე დღის მანძილზე პრესამ და მედიამ პატარძლის ფოტოებიც კი ვერ მოიპოვა.

საქორწინო ცერემონია ლონგ-აილენდში გაიმართა და სპეციალურად ამ დღისთვის სამი დიდი, თეთრი კონსტრუქცია აშენდა. გვინეტის მეჯვარე, მისი 14 წლის ქალიშვილი ეფლი გახლდათ, რომელიც კრის მარტინთან 10 წლიანი თანაცხოვრების შედეგად შეეძინა.

გვინეტმა არჩევანი Valentino-ს მოდის სახლზე გააკეთა და ულამაზესი კაბა მოირგო.

საქორწინო ცერემონიას რობერტ დაუნ უმცროსი და მისი მეუღლე სიუზანი, სტივენ სპილბერგი, ბენჯი მედენი, კამერონ დიასი და სხვა ვარსკვლავები ესწრებოდნენ.