ჰელოუინი, მშობლები, ბავშვები... ტკბილეულობა

ჰელოუინი, მშობლები, ბავშვები... ტკბილეულობა

ამერიკელი კომიკოსი და ტელე-წამყვანი ჯიმი კიმელი ყოველწლიურად ავალებს მშობლებს, რომ ჰელოუინის მეორე დღეს თავიანთ შვილებს მოატყუონ, თითქოს მთელი ტკბილეულობა შეუჭამეს.

და რადგან ტკბილეულობა ყველა ბავშვს ძალიან უყვარს, განსაკუთრებით თუ ისინი კარდაკარ სიარულით თავად შეაგროვეს, ალბათ მათი იმედგაცრუება მარტივი წარმოსადგენია.

მაგალითად, ერთმა ბავშვმა დედა "დასაჯა" და საკუთარ ოთახში წასვლა უბრძანა, ერთმა კი უთხრა:

"დედა, მე შენ მიყვარხარ, მაგრამ ძალიან გამიცრუე იმედი".