რა უნდა ედოს ქალს კოსმეტიკის ჩანთაში

რა უნდა ედოს ქალს კოსმეტიკის ჩანთაში

აი, რა უნდა იყოს თქვენი კოსმეტიკის ჩანთაში:

BB-კრემი

ადრე ქალის ჩანთა წარმოუდგენელი იყო ტონალური კრემის გარეშე. ახლა იგი BB-კრემმა ჩაანაცვლა. ის მრავალფუნქციურია - მალავს კანის დეფექტებს, უვლის სახის კანს, ატენიანებს, კვებავს, იცავს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან.

კონსილერი

პრობლემური კანის კორექციისთვის კონსილერია საჭირო. ზოგჯერ მხოლოდ თვალებქვეშ ჩაშავებული კანის ან მუწუკის დასაფარავად გამოგადგებათ. თვალებთან სიშავის მოსაშორებლად კონსილერი სამკუთხედად, თითქმის ცხვირის ნესტოებამდე უნდა წაისვათ.

ტუჩებისა და ლოყებისთვის

მოდის ექსპერტები გვირჩევენ, ფერუმარილი და ტუჩსაცხი ერთ ფერში გვქონდეს. შეგიძლიათ ისეთი ტუჩის საცხი შეარჩიოთ, რომელიც ლოყებსაც ჯანსაღ, ახალგაზრდულ იერს მიანიჭებს.

თვალის ფანქარი

თუ ლაინერით გრაფიკული ხაზების დახატვა შეგიძლიათ, ფანქარს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს. შეგიძლიათ ჩრდილები შექმნათ, წამწამები დაიმუშაოთ. სხვათა შორის, ვიზაჟისტები გვირჩევენ, უპირატესობა შავ კი არა, ყავისფერ ფანქარს მივანიჭოთ. ის ვიზუალურად არ აპატარავებს თვალს და უფრო ნაზ ტექსტურას ქმნის.

ნეიტრალური ფერის ჩრდილები

თეთრი, შავი, ნაცრისფერი, კრემისფერი, ყავისფერი... ამ ფერებით დღის მაკიაჟსაც გაიკეთებთ და საღამოსაც. ხშირად ჩრდილებით წარბებსაც კორექტულად ილამაზებენ. შეიძინე ონლაინ

ტუში

ზოგჯერ გოგონებს კოსმეტიკის ჩანთაში მხოლოდ ტუში უდევთ. თუმცა, მხოლოდ მისი დახმარებით შეგიძლიათ თვალს მეტი მიმზიდველობა და სიღრმე მიანიჭოთ.

ტუჩის ბალზამი

ტუჩები ზამთარ-ზაფხულ დატენიანებული უნდა იყოს. თუმცა, ტუჩის ბალზამის სხვა დანიშნულებით გამოყენებაც შეგიძლიათ, მაგალითად: წარბის გელივით, ნუნების, გაუხეშებული კანის (იდაყვებზე) დასარბილებლად.