იმისათვის, რომ მუდამ ლამაზად და მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ, 15 მარტივი, მაგრამ ეფექტური რჩევა უნდა გაითვალისწინოთ.
1. თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, შამპუნში 2-3 სადილის კოვზი ზღვის მარილი დაუმატეთ. თმა დიდი ხნით დაგრჩებათ სუფთა.
2. ძველი ტუშის კონტეინერში ჩაასხით აბუსალათინის ზეთი და "ე" ვიტამინი. წაისვით 1 თვე, ყოველ საღამოს, თუ გსურთ, ხშირი წამწამები გქონდეთ.
3. თვალის სიშავეს მოგიხსნით ყავის ნალექისა და ქოქოსის ზეთის ნარევი. წაისვით კანზე, გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ. გაიკეთეთ კვირაში 3-4-ჯერ.
4. კანის გასამკვრივებლად ერთმანეთს შეურიეთ 2 ს/კ დაფქული ჯანჯაფილი, 5 ს/კ კოსმეტიკური თიხა და 10 ს/კ თბილი წყალი. წაისვით პრობლემურ ადგილზე (მუცელი, გვერდები, ხელები), შემოიხვიეთ საკვები პოლიეთილენი, გაიჩერეთ 1 საათი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიკეთეთ კვირაში ერთხელ.
5. გლუვი ფეხები თუ გსურთ, ერთმანეთს შეურიეთ 1/4 ლიმონის წვენი, 2 ჭიქა შაქარი და 1/4 წყალი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. უნდა მიიღოთ ოქროსფერი შეფერილობა. გააცივეთ, დაიკარით თმიან ზედაპირზე და თმის ზრდის საწინააღმდეგოდ, მკვეთრი მოძრაობით აიძრეთ.
6. ფრჩხილებს გაიმაგრებთ, თუ ქოქოსის ზეთისა და თაფლის (თანაბარი რაოდენობა) ნარევს წაისვამთ.
7. ცხვირიდან შავი წერტილების მოსაშორებლად ერთმანეთს შეურიეთ 1 ჩ/კ თბილი წყალი, 1 ს/კ ფქვილი და 1 ჩ/კ თაფლი. მასა დაადეთ ბამბის დისკს და მიიდეთ ცხვირზე. 10-15 წუთის შემდეგ მოიძრეთ.
8. იღლიაში სიშავეს უმი გახეხილი კარტოფილის კომპრესი მოგიხსნით.
9. მზისგან დამწვრობის დროს გაიკეთეთ სოდის ხსნარის კომპრესი. გაიჩერეთ 10-15 წუთი.
10. ქუსლზე კანის დასარბილებლად 2 ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1/2 ჭიქა სოდა და 1 ჭიქა ძმარი. ჩაყავით ხსნარში ფეხები 15-20 წუთით. კარგად გაიმშრალეთ და მკვებავი კრემი წაისვით.
11. ცნობილი სახის შავი ნიღაბი შეგიძლიათ თავად დაამზადოთ: შეურიეთ 2 ს/კ აქტივირებული ნახშირი, 1, 5 ს/კ ჟელატინი და თბილი წყალი. შეათბეთ და მიღებული ერთგვაროვანი მასა წაისვით სახეზე 30 წუთით.
12. კბილების გასათეთრებლად 1 ჩ/კ გახეხილ მარწყვს დაუმატეთ 1 ჩ/კ სოდა. ასეთი "პასტით" გაიხეხეთ კბილები კვირაში ორჯერ.
13. სახის კანის დასამშვიდებლად ერთმანეთს შეურიეთ ალოეს გელი და სუფთა წყალი (პროპორცია 1:3). ატარეთ ჩანთით და შეისხურეთ სახეზე საჭიროებისამებრ.
14. თმაზე სასიამოვნო არომატისთვის სუნამო შეასხურეთ სავარცხელზე და ჩამოივარცხნეთ თმა.
15. მკერდის კანის გასამკვრივებლად ძილის წინ, ყოველ საღამოს მკერდზე წაისვით კოსმეტიკური ვაზელინი. 2 კვირის შემდეგ კანი ელასტიკური და მკვრივი გახდება.