სიბერის საწინააღმდეგო 10 პროდუქტი, რომელთა ყიდვაც მაღაზიაში შეიძლება

სიბერის საწინააღმდეგო 10 პროდუქტი, რომელთა ყიდვაც მაღაზიაში შეიძლება

არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ ბერდებიან და 40 წლის ასაკშიც 20 წლის გოგოებივით გამოიყურებიან.

ერთი ასეთი დიეტოლოგიისა და სამკურნალო კვების 60 წლის პედაგოგი მერი სმიტია. ის სახეზე ძვირად ღირებული კრემების ნაცვლად ცივი გამოხდის ზეთებს ისვამს, თმას და ფრჩხილებს არ იღებავს, ქიმიურ დანამატებზე ალერგია აქვს. მთელი ზამთარი ისე გადის, არ ცივდება. ვინც მისი ასაკი არ იცის, 40 წელზე მეტს არ აძლევენ. მერის საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს, მივლინებები და საერთაშორისო ლექციების კურსი. მისი საიდუმლო ანტიასაკოვან კვებაშია.

1. გოგრის თესლი

მდიდარია თუთიით, ტრიპტოფანითა და ორგანული მჟავებით. ელასტიკურობას სძენს კანს, იცავს მას ულტრაიისფერი სხივებისგან. სწრაფად ახორცებს იარებს. ებრძვის ნაოჭებს, თავისუფალ რადიკალებს. თუთიის ნაკლებობისას ჩნდება აკნე, ეგზემა; მატულობს თმის ცვენა. თრიპტოფანი აუმჯობესებს ძილს. სილამაზისა და ხანგრძლივი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. მიირთვით 1 მუჭა დღეში. ]

2. პომიდორი

მდიდარია ლიკოპონითა და კაროტინოიდით. უმჯობესია, თერმულად დამუშავებული პომიდორი მიირთვათ ან ტომატის სახით 2 სადილის კოვზი დღეში, ან 1 ჭიქა ტომატის წვენი. თუმცა, ნუ ჩაანაცვლებთ მას კეტჩუპით.

3. თევზის ცხიმიანი სახეობა (ქაშაყიორაგულისკუმბრია)

მდიდარია ომეგა-3-ით. აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისება. აუმჯობესებს კანის, ფრჩხილებისა და თმის სტრუქტურას. გარდა ამისა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცხიმიანი თევზი ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას. მიირთვით კვირაში სამჯერ თევზის ერთი ულუფა. შეგიძლიათ კონსერვიც; მთავარია, თევზი ზეთში იყოს.

4. კაკაო ან შავი შოკოლადი

აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც ორგანიზმის დაბერებას იწვევს. ორგანიზმს ამდიდრებს ბედნიერების ჰორმონით. თუ გახსოვთ, სიყვარულში წარუმატებლობის დროს ბრიჯიტ ჯონსი შოკოლადს მიირთმევდა, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ შოკოლადის ფილაში კაკაოს შემცველობა 70-85 პროცენტზე ნაკლები არ უნდა იყოს. დღეში მიირთვით 80-პროცენტიანი კაკაოს 30 გრამი. ან მოადუღეთ კაკაო და მიირთვით.

5. ნუში

მდიდარია "ე" ვიტამინით, ფლავონოიდებით, ორგანული მჟავებით. ნუში კანიანად მიირთვათ, იგი ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი. ლიბიდოს მომატებას იწვევს როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. დღეში მიირთვით 1-დან 20 ცალამდე ნუში. ხოლო მისი ზეთი ტანსა და სახეზე წაისვით.

6. ოხრახუში

ქლოროფილის, "ცე" ვიტამინისა და კაროტინოიდების საბადო. ასუფთავებს სისხლს და ორგანიზმში ხელს უწყობს გლუტატიონის გამოყოფას, რაც კანის გაახალგაზრდავებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ოხრახუში შეშუპებასაც მოგიხსნით. კვირაში სამჯერ მიირთვის 30-40 გრამი.

7. ლიმონი

შეიცავს "ცე" ვიტამინს, ლიმონის მჟავას, ლიმონის ზეთს, ფლავონოიდებს. ხელს უშლის უჯრედების დაბერებას. ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები. ასუფთავებს და ამცირებს სახის კანის ფორებს. დალიეთ წყალგარეული ლიმონის წვენი, მისი ცედრა კი სალათებსა და კერძებში გამოიყენეთ.

8. ჯანჯაფილი

ანტიბაქტერიულია. ახორცებს იარებს, აქრობს ანთებით პროცესებს. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, საჭმლის მონელებას, ტვინს ჟანგბადით ამარაგებს. დაუმატეთ ჩაისა და სოუსებში, კერძებში.

9. ჭარხალი

მდიდარია უჯრედისით, ფოლიუმის მჟავით, კალიუმით, კაროტინოიდებით. ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები და თავისუფალი რადიკალები. ასუფთავებს სისხლს, ენერგიას მატებს ადამიანს. მიირთვით, რამდენიც გაგეხარდებათ. 

10. კარაქი

შეიცავს ვიტამინებს, სასარგებლო ცხიმებს. აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. კარაქი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ტვინსა და კანზე. ორგანიზმს ეხმარება კალციუმის ათვისებაში. ყველა სასარგებლო თვისების მიუხედავად, კვირაში 250 გრამზე მეტს ნუ მიიღებთ.