კოსმოსური ტურებისთვის ახალი ხომალდი შეიქმნა

კოსმოსური ტურებისთვის ახალი ხომალდი შეიქმნა

ამერიკულმა კომპანია Virgin Galactic-მა, კოსმოსური ტურისტებისთვის სუბორბიტალური კოსმოსური ხომალდის ახალი მოდელი, სახელად SpaceShip: VSS Unity წარმოადგინა.

2004 წელს შექმნილი კომპანია Virgin Galactic საერთაშორისო კორპორაცია Virgin Group-ის შეამდგენლობაში შედის. მის მოვალეობებში, ტურისტებისთვის სუბორბიტალური კოსმოსური ფრენების ორგანიზება და პატარა ხელოვნური თანამგზავრების გაშვება შედის.

გასული წლის მონაცემებით, კოსმოსში მოგზაურობის სურვილი 640-მა ადამიანმა გამოთქვა, მათ შორის არიან: მსახიობები ტომ ჰენკსი, ეშტონ კაჩერი, ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი.

ფრენის ხანგრძლივობა 2,5 საათს შეადგენს. ხომალდის ბორტზე ერთდროულად ყოფნა 8 ადამიანს, ორ პილოტსა და 6 მგზავრს შეუძლია. ამ დროისთვის ბილეთის ღირებულება $250 000-ია.