მესი კვლავ შარში გაეხვა

მესი კვლავ შარში გაეხვა

კატალონიის „ბარსელონას“ შემტევ ლიონელ მესის და მამამისს ხორხე მესის ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. აღნიშნულ ინფორმაციას არგენტინული გამოცემა Todo Noticios-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით არგენტინელი ფორვარდი საკუთარ საქველმოქმედო ფონდს ფულის გასათეთრებლად იყენებდა. ჯერჯერობით უცნობია აღიძრება თუ არა საქმე მესისა და მამამისის წინააღმდეგ, თუმცა აღნიშნული თემით პროკურორი პაბლო ტურანო დაინტერესდა.

აქვე გეტყვით, რომ ფეხბურთელი ახლო წარსულშიც იყო გასამართლებული. ესპანური სასამართლო გადასახადების დამალვაში ადანაშაულებდა და 21 თვიანი პირობითი სასჯელიც მიუსაჯა. არგენტინელს 250 ათასი ევროს გადახდაც მოუწია.