მარიო სეგალე- ადამიანი, რომლის სახელი ვიდეოთამაში „სუპერ მარიოს“ მთავარ გმირს დაარქვეს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სეგალე წარმატებული იტალიელ-ამერიკელი დეველოპერი იყო. 1980-იან წლებში, მან Nintendo of America-ს საწყობი იქირავა, რომლებმაც თავიანთ ახალ თამაშს მის პატივსაცემად დაარქვეს.
სუპერ მარიოს თავიდან „ჯამპმენი“ ერქვა, თუმცა მოგვიანებით გადაწყდა, რომ მას ნამდვილი ადამიანის სახელი უნდა ჰქონოდა.