გოგრას უძველესი დროიდან უამრავი მიზნისთვის იყენებდნენ. ინდოეთში გათხრების დროს უძველესი გოგრის თესლი აღმოაჩინეს.
ჯერ კიდევ მაშინ შეაფასეს ადამიანებმა გოგრის სასარგებლო თვისებები. ძველ საბერძნეთსა და რომში ამ ბაღჩეულს ჭურჭლადაც იყენებდნენ.
ნარინჯისფერი რბილობისგან უამრავი კერძის მომზადება შეგიძლიათ: გოგრის ფაფა, გოგრის წვნიანი, ბლინები, მურაბა, ათასნაირი გარნირი ხორცთან და ფხალიც კი.
გოგრის რბილობი შეიცავს C, B1, B2, B6, E ვიტამინებს, ნიკოტინის მჟავას, მაგნიუმს, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, სპილენძს. მასში დიდი რაოდენობით შემავალი პექტინები ორგანიზმს მავნე ქოლესტერინისგან გათავისუფლებაში ეხმარება. ამიტომ მედიკოსები მას ასაკოვან პაციენტებს ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის უნიშნავენ.
კალიუმისა და წყლის მაღალი შემცველობა აძლიერებს შარდის გამოყოფას და ხელს უწყობს კენჭების გამოდევნას. გოგრას ნაზი უჯრედისი აქვს. ამიტომაც ის ძვირფასი დიეტური პროდუქტია და ძალზე სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. გოგრის ფაფა, ასევე, მოშუშული და მოხარშული გოგრა განსაკუთრებით მარგებელია კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობისას.
გოგრის თესლი აუმჯობესებს მამაკაცურ პოტენციას. იმპოტენცია ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული უროლოგიური პრობლემაა, რომელიც ყველა ასაკის მამაკაცებში გვხვდება.
მამაკაცებს უჭირთ საკუთარი სქესობრივი პრობლემების აღიარება. ისინი ხშირად იკეტებიან საკუთარ თავში და არ მიმართავენ სპეციალისტს. დღევანდელ ბაზარზე არსებობს პოტენციის ასამაღლებელი, ძალიან კარგი საშუალება - გოგრის ზეთი.
გოგრის ზეთის სასარგებლო თვისებები და გამოყენება:
გოგრის ზეთი ცივი წნეხის ტექნოლოგიის გამოყენებით მიიღება, რომელიც მას კვებით და ბიოლოგიურ ღირებულებებს უნარჩუნებს.
რეკომენდებულია საშარდე სისტემის მოქმედების გასაუმჯობესებლად და როგორც თუთიის წყარო.
ეფექტურია პროსტატიტისა და წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს
ეფექტურია სიმსუქნის, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიის და ალკოჰოლური დაზიანების, ასევე, ჰეპატიტის შემთხვევების დროს
ეფექტურია კუჭის წყლულის, კოლიტის, შეკრულობის, ბუასილის, უკანა ტანის ნახეთქების დროს
ეფექტურია დერმატიტებისა და დერმატომიკოზების დროს (ჰერპესი, ფსორიაზი, დიათეზი, ეგზემა, აკნე (ფერიმჭამელა))
აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს
აწესრიგებს სპერმატოგენეზის პროცესს და ოვულატორულ ციკლს
ასტიმულირებს ანაბოლური ჰორმონების (ინსულინის, ტესტოსტერონის და სხვ.) სინთეზს
მონაწილეობს სისხლწარმოქმნის პროცესში
უზრუნველყოფს თვალის ბადურის ფუნქციის სტაბილურობას და ხელს უწყობს თვალის ბროლის გამჭირვალობის შენარჩუნებას
ხელს უწყობს მეხსიერების შენარჩუნებას და გაუმჯობესებას
აძლიერებს იმუნიტეტს ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ
ეფექტურია ჰელმენთების (ჭიებით ინვაზიის) დროს
რეკომენდებულია თუთიის ნაკლებობისას