სიმღერა მწერებზე - პერფორმანსი, რომელმაც მეგან მარკლი გაახალისა

სიმღერა მწერებზე - პერფორმანსი, რომელმაც მეგან მარკლი გაახალისა

ტონგაში ვიზიტის დროს, პრინც ჰარისა და მეგან მარკლს ჰქონდათ შესაძლებლობა Tupbattlingou-ს კოლეჯის მიერ შესრულებული სიმღერა მოესმინათ, რომელიც მწერებს ეხებოდა.

ჯგუფის პერფორმანსის დროს მეგან მარკლი სიცილს ვერ იკავებდა მისი უსაყვარლესი კადრები ინტერნეტშიც გავრცელდა.

სიმღერა კოღოებს ეხებოდა და ამ შესრულებას განსაკუთრებული მიზეზიც ჰქონდა.

საქმე იმაშია, რომ ტონგა  ყველაზე ცხელი წერტილია, სადაც ზიკას ვირუსი აქტიურად ვრცელდება და მისი გადატანა სწორედ კოღოს ნაკბენის მეშვეობით ხდება.

ჰერცოგინიას, რომელიც ორსულობის მეოთხე თვეშია, ურჩევდნენ რომ ამ ფაქტის გამო ვიზიტი გაეუქმებინა და არ შეექმნა საფრთხე მომავალი პატარისთვის.

თუმცა წყვილმა გადაწყვიტა ამ ფაქტორს სამეფო ტურის ჩაშლის საშუალება არ მიეცა.