ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლის შორის არსებული დავა შვილების მეურვეობის საკითხთან დაკავშირებით კვლავ გრძელდება და ამჯერადაც ტაბლოიდები აქტიურად წერენ ანჯელინა ჯოლის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ბრედი შეაშფოთა.
როგორც ირკვევა საახალწლო პერიოდი ყოფილი ცოლ-ქმრისთვის წელსაც დაძაბული იქნება, რადგან როგორც Radar Online-ის გამოცემიდან ირკვევა, ჯოლის ნდობით აღჭურვილმა პირმა საახალწლო პერიოდში შვებულება აიღო და შესაბამისად, ბრედს არ ექნება საშუალება სადღესასწაულო პერიოდში შვილებს დაუკავშირდეს.
შუამავალმა პირმა განაცხადა, რომ მის კლიენტსა და პიტს შორის ამ პერიოდის განმავლობაში არანაირი მოლაპარაკება არ უნდა განხორციელდეს, თუმცა ის ამ პირობებს ჯოლის თანხმობის გარეშე ვერ წამოაყენებდა.
აღნიშნულმა საკითხმა ბრედი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ანჯელინა კვლავ ცდილობს შვილებს ჩამოაშოროს და ამის გამო მისი ადვოკატები სათანადო ქმედებებს განახორციელებენ.
სტატიაში აღნიშნულია ის ფაქტიც, რომ ანჯელინამ ბრედის მიერ შვილებისთვის დატოვებული საკუთარი ბავშვობის სათამაშოები თავიდან მოიშორა, რამაც ის გააღიზიანა.