„ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის ე.წ. დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს მხარს ტელეწამყვანი ხატია სიჭნავა უჭერს, რომლის შესახებაც გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთვარი რედაქტორი ელისო კილაძე „ფეისბუკზე“ წერს:
„დავიჯერო, მეხსიერება მარტო მე შემომრჩა? ეს ხატია სიჭინავა როდის მერე გახდა რეჟიმის მსხვერპლი? ავარია რომ გააკეთა „თავისუფლებაზე“ მთვრალმა, ხალხი და მანქანები რომ დალეწა, რომ აპატიეს და არ დაიჭირეს, დაავიწყდა?!
მერე კაი ხანს მღეროდა ჩემი გმირი გიწოდეო. დასწყევლოს ღმერთმა ეს სკლეროზი.“