ყველამ იცის, რომ ალკოჰოლის მოხმარება სასარგებლო არაა, თუმცა "იშვიათად არაუშავს". თუ გახდომა გსურთ და დალევა აუცილებელი ხდება, დაბალკალორიული სასმელები უნდა არჩიოთ. შეკვეთისას, კოქტეილი უშაქროდ მოითხოვეთ სხვა სასმელებზე კი ზომა აკონტროლეთ: ლუდი ნახევარი ლიტრა, ღვინო 150მლ, არაყი 45-50მლ.
ტეკილა ლაიმით
200 კალორია
არაყი, სოდა და ლიმონი
96 კალორია. არ დაუმატოთ ტონიკი
მოჰიტო სიროფის გარეშე
100 კალორია. შედარებით პატარა ჭიქით
მსუბუქი სისხლიანი მერი
100 კალორია
მსუბუქი ლუდი
100კალორია. რაც უფრო მუქია სასმელი, მით უფრო მეტი კალორია აქვს.
შამპანიური
120 კალორია. რაც უფრო მაღალი გრადუსი აქვს, უფრო მეტი კალორია იქნება მასში.
დიეტური ჯინი ტონიკით
120 კალორია. აჯობებს დიეტური ტონიკით
თეთრი ღვინო
120 კალორია. აირჩიეთ მშრალი ღვინო.
წითელი ღვინო
125 კალორია. აირჩიეთ მშრალი ღვინო.
ცხელი ტოდი
150 კალორია. ეს კოქტეილი კეთდება სკოტჩით ან ბურბონით, ცხელი წყლით, თაფლით, ლიმნით და დარიჩინით.