გასულ კვირაში, ბუკინგემის სასახლეში პრინცი ჩარლზისთვის მიძღვნილი სიაუბილეო ღონისძიება გაიმართა და სასახლეში მოწვეულ სტუმრებს შორის წრამოშობით რუსი სუპერმოდელი, ირინა შეიკიც აღმოჩნდა, რომელმაც გუშინ ინსტაგრამის გამომწერებს დაგვიანებული კადრები გაუზიარა.
როგორც კადრებიდან ჩანს, 32 წლის მოდელმა თეთრი ფერის გლამურული კაბა მოირგო.
აღსანიშნავია, რომ ირინა შეიკმა პრინცი ჩარლზი 2015 წელს გაიცნო და მაშინ მათი შეხვედრის სასაცილო დეტალიც გაახმაურა.
მოდელის თქმით, გრძელი კაბის გამო ჩარლზთან შეხვედრისას თავი ვერ გაიმაგრა და კიბეზე დაეცა.