26 წლის მომღერალი და მსახიობი - სელენა გომესი, რომელიც პარალელურად პროდიუსერის საქმიანობასაც ითავსებს, გასულ წელს ინსტაგრამის ყველაზე მოთხოვნად, პოპულარულ ვარსკვლავად დასახელდა, რადგან მისი გამომწერების რაოდენობამ სხვა ვარსკვლავებისას დიდი სხვაობით გადააჭარბა.
ამ მონაცემებით, სელენამ შარშან წინა წლის ლიდერს - ტეილორ სვიფტს ჩამოართვა ინსტაგრამის ყველაზე პოპულარული სელებრიტითის სტატუსი.
სელენას ამჟამად 144 321 029 გამომწერი ჰყავს, თუმცა ამჯერად ინსტაგრამის ვარსკვლავი ცნობილი ფეხბურთელი -კრიშტიანუ რონალდო გახდა.
სპორტსმენის გამომწერების რაოდენობა სელენას გულშემატკივრებს სულ ცოტათი აღემატება და 144 338 650-ს შეადგენს.