უცნაური საჩუქარი, რომელიც პრინცმა ჯორჯმა ბაბუისგან მიიღო

უცნაური საჩუქარი, რომელიც პრინცმა ჯორჯმა ბაბუისგან მიიღო

წელს პრინცი ჩარლზი 70 წლის იუბილეს ზეიმობს და დოკუმენტურ ფილმში, რომელიც სამეფო ოჯახის ცხოვრებას ეხება, მასზე აქცენტი რამდენჯერმე გაკეთდა.   როგორც ირკვევა, პრინცი ჩარლზი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს შვილიშვილებს და მათთვის სამომავლო თადარიგის დაჭერაც არ დავიწყნია.

ფილმში აღნიშნულია, რომ ჩარლზმა პრინც ჯორჯს განსაკუთრებული საჩუქარი უსახსოვრა.

People-ის ცნობით, მას შოტლანდიაში პატარისთვის დიდ ფართობზე გაჩენებული ტყე აქვს. „ეს ჯორჯის ტყეა“- აღნიშნა მან  BBC-ის გადამღებ ჯგუფთან საუბარში.

„ასაკის მატებასთან ერთად, უფრო მომინდა ნარგავები გამეშენებინა. ვიმედოვნებ, რომ ეს ფაქტი ჯორჯს გაახარებს, ჩემთან  ერთად ისიც ხომ იზრდება“ - დაამატა ჩარლზმა.