ზაზა ფაჩულიამ

ზაზა ფაჩულიამ "ბრუკლინს" 12 წუთში 9 ქულა ჩაუგდო, თუმცა...

პირველ ნოემბერს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი ამჯერად სტუმრად "ბრუკლინთან" გამართა და ოვერტაიმში ანგარიშით 119:120 დამარცხდა.

ზაზა ფაჩულია თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე სულ 12:45 წუთი გაატარა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში გუნდს 9 ქულითა და 3 პასით დაეხმარა. ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და სამიდან სამივე საჯარიმო.

სამწუხაროდ, ეს მარცხი "პისტონსისთვის" ზედიზედ მესამე გამოდგა.

აღსანიშნავია ანდრე დრამონდის გარჯა, რომელმაც 24 ქულას 23 (!) მოხსნა მიამატა და ამ მაჩვენებლით ბადალი არ ჰყავდა ორივე გუნდის შემადგენლობაში.

ბლეიკ გრიფინმა 25 ქულას მოუყარა თავი, რასაც 4 პასი და 9 მოხსნა მიუმატა.

"დეტროიტი" ამ მარცხის შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილამდე დაქვეითდა. ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 3 ნოემბერს, სტუმრად "ფილადელფიასთან", ჩვენი დროით 21:00 საათზე გამართავს.