თუ თქვენ გსურთ რომ თქვენს შვილს მომავალში კარგი სამსახური ჰქონდეს, მაშინ მას მიეცით უფლება ითამაშოს უფრო მეტი.
მომავლის სამსახურებში აუცილებლად საჭირო გახდება კრეატულობისა და პრობლემის გადაჭრის უნარი და ემოციური ინტელექტი. თამაშის პროცესში კი ბავშვი ყველა ამ თვისების გამომუშავებას ახერხებს. ეს მათ სამომავლოდ საშუალებას მისცემს იყვნენ კონკურენტუნარიანები.
მაგალითად, თუ ბავშვი თამაშობს სუპერგმირობას, იგი ისწავლის ლიდერობას, პიკნიკების მოწყობით ორგანიზებულობას, ლეგოებით ციხეების აშენებით კი ინოვაციას.
კომპანიებმა IKEA-ს, LEGO-ს და Unilever-ის ხელმძღვანელებმა შექმნეს "ნამდვილი თამაშის კოალიცია", იმისათვის რომ წაახალისოს მთავრობები, მშობლები და სკოლები, რომ უფრო მეტი დრო დახარჯონ მათ ბავშვებთან. მათი მოსაზრებით, მხოლოდ ასე შეიძლება ჰყავდეს მსოფლიოს უფრო მეტი ლიდერი, შემქმნელი და მკვლევარი.